მზის სისტემა მუხრუჭდება

 მეცნიერები, რომლებიც თანამგზავრ IBEX-იდან მიღებულ მონაცემებზე მუშაობენ, აღმოაჩინეს, რომ მზის სისტემა ვარსკვლავთშორისი გაზებით შევსებული სივრცის მიმართ მოძრაობას ანელებს. ამის შესახებ ჟურნალ Astrophysical Journal Supplement-ში დაიწერა(ანიმაცია).

მაგნიტური ქაფი მზის სისტემის კიდეზე

ჩვენი მანთობიდან ასეულობით ასტრონომულ ერთეულზე მყოფი მაგნიტური ველი შამპანურის ან ლუდის ქაფს გავს. ოღონდ მასში მყოფი ყოველი ბუშტულა ზომით 150 მილიონი კილომეტრის ტოლია.

 

რადიო სიგნალი სატურნიდან

 სავარაუდოთ, სატურნის კილომეტრული დიაპაზონის რადიოგამოსხივება წარმოიქმნება ელექტრონებისგან, რომლებიც პლანეტის მაგნიტური ველის გასწვრივ, პოლარულ რეგიონებთან ახლოს მოძრაობენ. ამ ნაწილაკების(არა მარტო ელექტრონების) ატმოსფეროსთან შეჯახებითვე ხდება პოლარული ნათებაც, მოვლენები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.

ვოიაჯერმა მზის გაჩერებული ქარი აღმოაჩინა

  მალე ორი ერთნაირი ზონდი მოხვდება იქ, სადაც აღარც მზის მაგნიტური ველია და აღარც მზიდან ამოფრქვეული ნივთიერების ნაკადები, იქ ჰელიოსფეროს ბუშტი ადგილს უთმობს ვარსკვლავთშორის სივრცეს. მზის სისტემის ბოლო საზღვრიდან, რომელიც ხახვის ფურცლებივითაა ჩახვეული, მონაცემები გადმოსცა ყველაზე შორეულმა კოსმოსურმა აპარატმა. კოსმოსური მზვერავი Voyager 1 ახლა დედამიწიდან 17,41 მილიარდი კილომეტრის მანძილზეა და თითქმის 116-ჯერ უფრო შორსაა ვიდრე ჩვენი პლანეტა და მზე ერთმანეთისგან. ეს ყველაზე უშორესი ხელოვნური ობიექტია ისტორიაში, აპარატმა თავისი ამტანობით თვით შემქმნელებიც კი გააოცა.