ერთხელ მზის გარშემო

ნეპტუნი თავისი ღერძის გარშემო ერთ სრულ ბრუნს თითქმის 16 საათში აკეთებს. ამიტომ მზის სისტემის უშორესი გაზური გიგანტის ეს 4 ფოტო გადაღებული ოთხ საათიანი ინტერვალებით ერთ ნეპტუნისეულ დღეს ფარავს(Hubble).

 

ზემკვრივი ეკზოპლანეტა

  ასტრონომებმა პლანეტა კიბოს 55 e-ს(55 Cancri e) მონაცემები განსაზღვრეს. ის არის მეცნიერებისთვის ცნობილ ეკზოპლანეტათ შორის ყველაზე მკვრივი. 55 Cancri e ბრუნავს ვარსკვლავ 55 Cancri-ეს გარშემო, რომელიც დედამიწიდან 40 სინათლის წლითაა დაშორებული.

პლუტონის ატმოსფერო ასტრონომების თვალწინ გაიზარდა

 პლუტონის ატმოსფერო ბოლო 11 წლის განმავლობაში 100 დან 3 ათას კილომეტრამდე გაიზარდა. ასეთი მონაცემები, მიღებულ იქნა ამ ჯუჯა პლანეტაზე დაკვირვებებით, მეცნიერთა ჯგუფის მიერ, რომლებიც მოხსენებით გამოვიდნენ სამეფო ასტრონომული საზოგადოების სხდომაზე, რომელიც უელსში ტარდება(ინგლისი). მოკლედ ამის შესახებ იუწყება პორტალი Space.com.

ახალმა ჰიპოთეზამ ტიტანი კრიოვულკანების გარეშე დატოვა

მეცნიერებმა სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ ტიტანზე კრიოვულკანების არსებობა უარყვეს – მათ წარმოადგინეს ახალი ახსნა ტიტანის ზედაპირზე არსებული „საეჭვო“ ლანდშაფტებისა, რომლებსაც აქამდე აქტიურ ვულკანურ პროცესებს უკავშირებდნენ( Icarus; Space.com.).