ზეცაში დამალული 10 საიდუმლო

 მეცნიერება არსებობს, სანამ არსებობენ გამოცანები და კითხვები, რომელთაც ჩვენ ბუნება გვისვამს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე უკვე ვიცით და ახალი აღმოჩენების რიცხვიც იზრდება, მეცნიერთა წინაშე მაინც დგას რამდენიმე გადაუწყვეტელი პრობლემა.

პირველი ვარსკვლავები

  ჯერ კიდევ 20 წლის წინ 7 მილიარდ წელზე უფრო ხნიერი გალაქტიკების ძალიან მცირე რაოდენობა იყო ცნობილი(ეს ზღვარი შეესაბამება კოსმოლოგიურ წითელ წანაცვლებას, რომელიც აჭარბებს ერთს). ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობდა კიდეც, უფრო ძველი ვარსკვლავური გროვები(გალაქტიკები) გაცილებით მეტი რაოდენობით უნდა ყოფილიყვნენ კოსმოსში.