NGC 2207-სა და IC 2163-ის შეჯახება

ამ გალაქტიკების შეჯახება, დედამიწიდან 130 მილიონი სინათლის წლის იქეთ, დიდი მწევრის თანავარსკვლავედის მიმართულებით მიმდინარეობს. გასული 15 წლის განმავლობაში, ცის ამ ნაწილში სამი ზეახლის აფეთქება დაფიქსირდა, რომლებიც მძლავრი რენტგენის სხივების წყაროებად იქცა. ეს აფეთქებები და მათი წყაროები, რომლებიც ”ულტრაელვარე რენტგენის წყაროების(ULX)” სახელით არის ცნობილი, ორბიტალური ტელესკოპის – ”ჩანდრა”, საშაულებით აღმოაჩინეს(რენტგენის ულტრაელვარე ობიექტი ანდრომედაში).

”ჩანდრა”(NASA).

 ჩვენი გალაქტიკის მსგავსად, შეჯახების პროცესში მყოფი NGC 2207 და IC 2163, უამრავ სპეციფიური ტიპის ორმაგ სისტემებს შეიცავს, რომლებიც მძლავრი რენტგენის გამოსხივების წყაროებია. ასეთ სისტემებში, ჩვეულებრივი ვარსკვლავები, ვარსკვლავური მასების ნეიტრონული ვარსკვლავის ან შავი ხვრელის გარშემო, შორეულ ორბიტაზე მოძრაობს(როგორ კვდებიან ვარსკვლავები). მძლავრი გრავიტაციული ველის მქონე ობიექტთან სიახლოვის გამო, ვარსკვლავის მატერია ამ ობიექტზე გადაედინება, მილიონობით გრადუსამდე ცხელდება და რენტგენის გამოსხივების მძლავრ ნაკადებს უშვებს(რენტგენის და სინქროტრონული გამოსხივება).

ngc-2207-da-ic
NGC 2207 და IC 2163(ALMA, რადიოგამოსახულება).

 ULX-ის ტიპის ობიექტები, ორმაგი სისტემების გამოსხივებულზე გაცილებით ძლიერ რენტგენის სხივებს უშვებს, მათი ჭეშმარიტი ბუნება ახლაც დაუდგენელია. ეს, ზემასიური ხვრელი შეიძლება იყოს, რომლის გარშემო რამდენიმე ვარსკვლავი მოძრაობს და ხვრელს, მატერიის მეტი რაოდენობით ამარაგებს, არის სხვა, უფრო ეგზოტიკური ვარიანტებიც.

”ჰაბლი”(NASA).

 NGC 2207 და IC 2163-ის ეს გამოსახულება კომპოზიტურია. ვარდისფრად, სწორედ რენტგენის სხივებია წარმოდგენილი, რომლებიც ”ჩანდრამ” დააფიქსირა. წითლით, მწვანეთი და ლურჯით – ”ჰაბლის” მიერ ოპტიკურსა და ინფრაიწთელ დიაპაზონებში გადაღებული ელემენტებია ნაჩვენები. ცისფერი, თეთრი და ფორთოხლისფერი კი ”სპიცერის” მიერ ინფრაწითელ დიაპაზონში გადაღებული შემადგენელია.

 ”ჩანდრას” გადაღებულ ფოტოებზე, 28 ULX-ის ტიპის ობიექტი შეგვიძლია დავინახოთ, რომელთაგან 12-მა, ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ცვლილებები განიცადა, ხოლო კიდევ 7 ობიექტი სრულიად ახალია.

 გალაქტიკების კვლევით დაკავებული მეცნიერების თქმით, არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება ULX-ის ტიპის ობიექტთა რაოდენობასა და ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების ინტენსიურობას შორის გალაქტიკაში. შეჯახების მდგომარეობაში მყოფ გალაქტიკებში ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების ინტენსივობა ძალიან მაღალია. ეს ფაქტი NGC 2207-სა და IC 2163-ზე დაკვირვებითაც დასტურდება, სადაც სულ უფრო მეტი ULX-ის ტიპის ობიექტები ფორმირდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.