ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა მუშაობა 14 ივნისს განაახლა. ახალი დამიზნების ტექნიკის გამოყენებით (1 გიროსკოპიღა უმუშავებს), მან სპირალური გალაქტიკა NGC 1546-ის წარმოდგენილი მკაფიო სურათი გადაიღო. სამყაროს ეს პატარა კუნძული (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები), 50 000 სინათლის წლის ზომით (ირმის ნახტომზე ორჯერ პატარა), ოქროს თევზის გალაქტიკური ჯგუფის ნაწილია (NGC 1566), ჩვენიდან სულ რაღაც 50 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ხედვის ხაზის მიმართ დახრილ NGC 1546-ში, მოყვითალო ხნიერი ვარსკვლავები და ვარსკვლავთწამრომქმნელი მოცისფრო ადგილები, გალაქტიკის მტვროვან ზოლებს შორის ელვარებს. “ჰაბლის” დამზერის არეში კიდევ უფრო შორეული გალაქტიკებიც არის მიმოფანტული. ეს კოსმოსური ტელესკოპი 1990 წელს გაიტანეს ორბიტაზე, 30 წელიწადზე მეტია იკვკლევს კოსმოსს, ხოლო ახლახანს, 34-ე იუბილე აღნიშნა (”ჰაბლი” – ოცდათორმეტი წელი ორბიტაზე !!!).
NGC 1546 ჰაბლის სახელობის ტელესკოპისგან
Posted by