NASA-ს მარსმავალმა ”Curiosity”-მ განსაცვიფრებელი სურათების მორიგი სერია გადაიღო

 NASA-ს მარსმავალმა ”Curiosity”(ცნობისმოყვარეობა)-მ მარსის მთა შარპი შემოიარა და განსაცვიფრებელი ფერადი სურათები გადმოსცა(physics-astronomy.com). მთა შარპი, კოლოსალური ზომის გეილის კრატერის ცენტრში აღმართული  გეოლოგიური ფორმირებაა; მისი წარმოუდგენლად ციცაბო კიდეები ბრტყელი, დანალექი ქანებისგან არის აგებული.

 მილიონობით წლების განმავლობაში, კოროზიისა და ქარებისაგან გამოფიტული მთის წვერი ბტყელ პლატოდ(მაგიდა-მთა) იქცა, ხოლო გეილის კრატერი, დიდი ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს, წყლით იყო ამოვსებული.

 NASA-ს ”ცნობისმოყვარეობა”-მ მთა ”შარპის” შემოგარენში ერთ თვეზე მეტი დაჰყო და გეოლოგიური ბურღვისა და ქიმიური ანალიზის საინტერესო შედეგები გადმოსცა. ახლა ის კრატერიდან ამოსაძრომად ემზადება, რომ  შორეულ გზას გაუყვეს და თავისი საოცარი თავგადასავალი განაგრძოს.

 კარგად დააკვირდით და ისიამოვნეთ ამ საოცარი სურათებით, არ დაივიწყოთ, რომ ისინი წითელი პლანეტის – მარსის ზედაპირზე, 225 მილიონი კილომეტრის მოშორებითაა გადაღებული(სურათები: NASA/JPL-Caltech/MSSS).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.