NASA აპირებს გაარკვიოს, არის თუ არა სიცოცხლე ეკზოპლანეტებზე

 ყველაზე დიდი კოსმოსური ტელესკოპის მშენებლობის ძირითადი მიზანია პასუხი გაეცეს კითხვას: არის თუ არა სიცოცხლე სხვა ვარსკვლავებთანაც(Independent).

 ATLAST(მოწინავე ტექნოლოგიების დიდი აპერტურის მქონე ტელეკოპი)-ის დახმარებით, მეცნიერები 30 სინათლის წლის ფარგლებში მდებარე ვარსკვლავური სისტემების პლანეტათა ატმოსფეროებს გამოიკვლევენ.

 ATLAST-ის მთავარი სარკის დიამეტრი დაახლოებით 15 მეტრი იქნება, ყველაზე დიდი, ადამიანების მიერ შექმნილთა შორის.

 ასეთი დიდი ზომების გამო, ტელესკოპის კოსმოსში გატანას ვერცერთი რაკეტა ვერ შეძლებს. დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე, სადაც მზისა და დედამიწის მიზიდულობა გათანაბრებულია(ლაგრანჟის წერტილი), ტელესკოპს ასტრონავტთა ჯგუფი ააწყობს, მათი ტრანსპორტირება ”ორიონის” ტიპის კოსმოსური ხომალდით განხორციელდება. ATLAST-ის გაშვება 2030 წლისთვის იგეგმება.

orioni 1

 ტელესკოპის მთავარი სარკის დიამეტრი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია. სარკის ზომაზე იქნება დამოკიდებული, სიცოცხლისათვის თავსებად ზონაში მდებარე რამდენ პლანეტას დაინახავს ტელესკოპი:

  • 8×6 მეტრი ელიფსური ფორმის მონოლითური სარკე კორონოგრაფით – 65;
  • 8 მეტრიანი მონოლითური სარკე გამნოლებელი ინტერფერომეტრიის კორონოგრაფით – 47;
  • 8 მეტრიანი მონოლითური სარკე გარე ოკულტერით – 240;
  • 16 მეტრიანი სეგმენტირებული სარკე გამნოლებელი ინტერფერომეტრიის კორონოგრაფით – 319;
  • 16 მეტრიანი სეგმენტირებული სარკე გარე ოკულტერით – 603

(როგორ მუშაობს ტელესკოპი; ეკზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.