MOTHRA – მსოფლიოში ყველაზე დიდი ლინზებიანი ტელესკოპი

 ჩილეში, ელსაუზის ობსერვატორიაში, უნიკალური ასტრონომიული ინსტრუმენტის, MOTHRA-ის მშენებლობა დაიწყო. დასრულების შემდეგ, ეს იქნება მსოფლიოში უდიდესი ლინზებიანი ტელესკოპი. პროექტის მთავარი მიზანია კოსმოსური ქსელის პირდაპირი დატანა რუკაზე, გიგანტური და მოუხელთებელი სტრუქტურისა, რომელიც გაიშვიათებული გაზისა და ბნელი მატერიისგან შედგება.

 ფლობს რა გრავიტაციულ ძალებს, ბნელი მატერია, როგორც მოქანდაკე, გალაქტიკებით ძერწავს სამყაროს და მის სტრუქტურას ქმნის. დიდ მასშტაბებზე გრავიტაცია ყველა სხვა ძალაზე დომინირებს. სურათზე წარმოდგენილია ჩვენი სამყაროს სტრუქტურის მოდელი 1,6 მილიარდი სინათლის წლის ზომით. მოდელი შეიქმნა 2005 წელს, პროექტ „ათასწლეულის მოდელირების“ ჩარჩოებში. ნათელი ადგილებით ნაჩვენებია გალაქტიკთა გროვები.

 ტელესკოპის შექმნით დაკავებულია ე.წ. ინიციატივა Dragonfly FRO, რომელმაც ეს საქმიანობა 2025 წელს დაიწყო. ტელესკოპის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

 თანამედროვე ობსერვატორიების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც უზარმაზარ სარკეებს იყენებენ, MOTHRA გადანაწილებული აპერტურის (1) პრინციპზე აშენდება. ტელესკოპის მთავარი ნაწილი 1140 “ქენონის” სტანდარტული ტელეობიექტივებისგან აგებული მასივი იქნება, რომელთაგან აღებული ციფრული გამოსახულებები ერთ მთლიანობად გაერთიანდება. შედეგად, მონაცემთა გაერთიანებაზე მომუშავე სისტემა ერთ 4,7 მეტრი აპერტურის ტელესკოპის შესაძლებლობის ექვივალენტური იქნება. ეს კონსტრუქცია, კონცეფცია Dragonfly Telephoto Arra-ის განვითარებას წარმოადგენს (2), რომელმაც ობიექტივების ნაკრებით ძალიან მკრთალი ობიექტების რეგისტრაციის უნარიანობა გამოავლინა, რაც ტრადიციული ტელესკოპებისთვის მიუწვდომელია.

 MOTHRA, სხვათა შორის, ზევიწროზოლიანი ფილტრებით იქნება აღჭურვილი, რომლებიც გაიშვიათებულ გალაქტიკათშორის სივრცეში წყალბადის ატომების გამოსხივებულ სუსტ სინათლეს ჩაახშობს. მეცნიერთა აზრით, დამზერის ფართო კუთხე და დიდი მგრძნობელობა სისტემას საშულებას მისცემ სიგნალები დაიჭიროს, რომლებიც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდა. სპეციალისტთა თქმით, ტელესკოპი ერთი იდეის გარშემოა შექმნილი: მაქსიმალურად გაიზარდოს გალაქტიკებს შორის გაზის სუსტი ნათების აღმოჩენის შესაძლებლობა.

 კოსმოსური ქსელი, სამყაროს ყველაზე დიდი სტრუქტურაა, რომელიც ბნელი მატერიის გრავიტაციული ზემოქმედებით ფორმირებული გაზის გრძელი ძაფებისგან შედგება. ეს ძაფები მილიონობით სინათლის წლის მანძილებზე მდებარე გალაქტიკებს აკავშირებს. გალაქტიკები ამ უხილავი ძაფების გასწვრივ გროვდება, მაგრამ მათ შორის არსებული გაზი უკიდურესად მკრთალი რჩება. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ MOTHRA შეძლებს ამ ქსელში წყალბადის გაზის ნათების პირდაპირ აღმოჩენას, რაც მათ საშუალებას მისცემს, რუკაზე დაიტანონ და გაიგონ, თუ როგორ მოძრაობს მატერია მის სტრუქტურებში (მოუხელთებელი ბნელი მატერია; როგორ მუშაობს ტელესკოპი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.