Mars InSight-ის სტარტი 2018 წლის მაისში განხორციელდება Mars InSight(NASA).

Mars InSight-ის სტარტი 2018 წლის მაისში განხორციელდება

 მისია Mars InSight(წიაღის სეისმური, გეოდეზიური და სითბური კვლევა)-ის დასაშვებმა აპარატმა ყველაზე მთავარი გამოცდა ჩააბარა – ტემპერატურული ტესტირება ვაკუუმში(TVAC)(nasa.gov).

 შეგახსენებთ, რომ Mars InSight-ის სტარტი 2016 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, აპარატის ვაკუუმურ სისტემებში აღმოჩენილი გაჟონვის გამო, ეს თარიღი 2018 წლის მაისისთვის გადაიდო, როცა მარსსა და დედამიწას შორის მანძილი შემცირდება. 5 მაისიდან, 30 დღიანი ”ფანჯარა” გაიხსნება, რომლის განმავლობაშიც გაშვება უნდა განხორციელდეს.

 გეგმის მიხედვით, Mars InSight მარსს 2018 წლის ნოემბერს მიაღწევს. ის წითელ პლანეტაზე დაჯდება და  საბურღი მოწყობილობის საშუალებით, სინჯებს 2 მეტრის სიღრმიდან ამოიღებს. აპარატის მიერ დაგროვებული ეს და სხვა მონაცემები, მეცნიერებს დამატებით ინფორმაციას მისცემს, რომელიც მარსის როგორც პლანეტის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ეხება.

 მისია ერთ მარსულ წელიწადზეა გათვლილი, რომელიც ორ დედამიწისეულს უტოლდება. თუ დასაშვები მოდული ფუნქციონირებისთვის ვარგისი იქნება, ვადაც გაიზრდება და პროგრამის ფინანსირებაც(მარსმავალი).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *