ასეთი გახდება ჩვენი მზე? შესაძლებელია. მზის მომავლის გარკვევაში 1764 წელს მომხდარი შემთხვევითი აღმოჩენა დაგვეხმარება. იმ დროს, შარლ მესიე დიფუზური ობიექტების სიას ადგენდა, რომლებიც კომეტებს ჰგავდა. ჩანაწერში 27-ე ნომრად შეყვანილი ობიექტი, ე.წ. პლანეტური ნისლეულია (პლანეტები ეგონათ). მზეც ასეთ ნისლეულად გადაიქცევა, როცა მის წიაღში თერმობირთვული წვა შეჩერდება (ბირთვული დაშლა და სინთეზი). 1000 სინათლის წლის იქეთ მდებარე M27, ღამის ცის ერთ-ერთი ელვარე ნისლეულია, ჩანს ბინოკლშიც (ბინოკლი თუ ტელესკოპი?), მელაკუდას თანავარსკვლავედის მიმართულებით. ამ ფოტოზე იგი წყალბადისა და ჟანგბადის გამოსხივების სპექტრშია წარმოდგენილი. M27-ში მიმავალი ფიზიკური პროცესების გაგება და მათი მნიშვნელობა XVIII საუკუნის მეცნიერთათვის მიუწვდომელი იყო. ბიპოლარული (საწინააღმდეგო მიმართულებებით გამოტყორცნილი გაზისა და მტვრის გიგანტური სფეროები) პლანეტური ნისლეულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული მოვლენები ახლაც კი ბოლომდე გაურკვეველი რჩება, ვარსკვლავის გარე ფენების მოშორების მექანიზმის ჩათვლით, რომლის მერეც იქ რენტგენში მასხივებელი გავარვარებული თეთრი ჯუჯა რჩება.
M27: ნისლეული ჰანტელი
Posted by