მეტეორიტების მჭამელი მიკროორგანიზმები

 მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მიკრობ Metallosphaera sedula-სთვის მაინცდამაინც გრანიტისა და ცარცის ჭამა გარდაუვალ აუცილებელობას არ წარმოადგენს, ის იშვიათი მინერალებით კვებისადმი უფროა მიდრეკილი, ისეთი ქვებისაც, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე კოსმოსიდან ხვდება. თერმოაციდოფილური არქებაქტერიები არა მარტო იმაზე დაგვაფიქრებს, როგორ შეძლებს მიწიერი სიცოცხლე სხვა პლანეტებზე მოხვედრისას გადარჩენას, არამედ იმაზეც,  როგორ იღებდნენ პირველი მიკროორგანიზმები საკვებ ნივთიერებებს მილიარდობით წლების წინ, როცა ჩვენს პლანეტაზე უამრავი კოსმოსური ქვა ცვიოდა. ჟურნალ Nature.com-ში გამოქვეყნებულ მოხსენებაში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევაზეა საუბარი – მენციერებმა სცადეს დაედგინათ, ხომ არ განივითარა ზოგიერთმა მიკროორგანიზმმა სპეციალურად, იშვიათი მინერალების ნაზავით კვების უნარი.

 ამ მომენტისთვის, ბიოლოგთათვის უკვე ცნობილია ისეთი ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც დამჟანგავ-აღდგენითი რეაქციებისთვის არაორგანულ შენაერთებს იყენებენ, მაგალითად, ქვებს. ასეთ ორგანიზმებს ქემოლითოტროფებს უწოდებენ. დიდი ხანია საიდუმლო აღარ არის, რომ ბუნებაში არსებობენ ბაქტერიები, როგორიცაა Leptospirillum ferrooxidans და Acidithiobacillus ferrooxidans, რომლებსაც მეტეოროიტებში არსებული რკინის დაჟანგვა შეუძლიათ.

 მიკრობის ტიპის დასადგენად, რომლისთვისაც მეტეორიტი მხოლოდ დესერტი არაა, მეცნიერთა გუნდმა გადაწყვიტა გამოეყენებინა თერმოაციდოფილები, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან გარემოს მაღალ ტემპერატურასა და დაბალ მჟავიანობას. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი მიკროორგანიზმები შეძლებენ მარსული “ნიადაგისადმი” შეგუებას (სხვა პლანეტების კოლონიზირება ბიოტექნოლოგიისა და სინთეზური ბიოლოგიის გარეშე შეუძლებელია).

 იმისათვის, რომ დადგინდეს, შეუძლია თუ არა M.Sedula-ს კოსმოსური ქვების ჭამა, საჭირო იყო მისთვის შესაფერისი “საკვების” მოძებნა, მეტალების რაოდენობისა და სივრცის ოპტიმალური კომბინაციით, შემდგომი კვებისა და ზრდისთვის. ექსპერტებმა 19 წლის წინათ ნაპოვნი 120 კილოგრამიანი კლდოვანი მეტეორიტი აირჩიეს, სახელწოდებით NWA 1172.

 მეტეორიტის სტერილური ფირფიტები, მიკროსკოპიისა და გამოთავისუფლებული ლითონის იონების ანალიზით გამოიკვლიეს, რომლებიც ქვასთან მიკრობების უშუალო ურთიერთქმედების დროს გამოიყოფა. შედარებისთვის, მსგავსი მიკრობული კულტურები დაქუცმაცებული ხალკოპირიტით გამოკვებეს. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მიკროორგანიზმს ნამდვილად შეუძლია შეეგუოს სხვა საკვებს, ქიმიური რეაქციების კატალიზაციას ახდენს და ამცირებს საკვების ტოქსიკურობას. მიკროორგანიზმების ასეთი უჩვეულო უნარის აღმოჩენა გვეუბნება, რომ ზოგიერთი ცოცხალი არსება პლანეტათშორისი ვაკუუმის უმკაცრეს პირობებს უძლებს და პერიოდულად, კლდოვან სხეულებთან ერთად სხვადასხვა პლანეტებზე ეშვება, რაც ახალგაზრდა დედამიწაზეც შეიძლებოდა მომხდარიყო (ახალი აღმოჩენების მიხედვით, დედამიწისეული სიცოცხლე 3,77 მილიარდ წელზე მეტი ხნისაა; სიცოცხლე; ეს ბაქტერიები სარეცხ საშუალებებს ჭამენ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.