ღრმა ძილი შორი გზის დასაძლევად…

 კოსმოსის კვლევის ევროპული სააგენტო (European Space Agency), სხვა პროექტებთან ერთად, ორ მნიშვნელოვან პროექტზეც მუშაობს – ჰიბერნაციული კაფსულები, ნაკვეთურები და სათავსოები კოსმოსური ხომალდისთვის, რომელიც კოსმოსში ხანგრძლივი მოგზაურობისთვის იქნება აგებული. ეს სამუშაო ტარდება ESA Concurrent Design Facility პროგრამის ჩარჩოებში, რომელიც დაკავშირებულია ჰიბერნაციის რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობასთან მარსზე და მზის სისტემის სხვა პლანეტებზე ფრენის დროს (newslanded.com).

 ახლანდელი ტექნიკური შესაძლებლობებით, მარსისკენ მოგზაურობა რამდენიმე თვე გაგრძელდება, რომლის დროსაც ასტრონავტები მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში იქნებიან, უკიდურესად ვიწროდ ცხოვრებისა და იძულებითი უსაქმურობის გამო. ამ სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებაა ფანტასტების მიერ დიდი ხნის წინათ წარმოქდგენილი ჰიბერნაცია, ზეღრმა ძილის რეჟიმი ან მედიკამენტური კომა, რომლის დროსაც ადამიანს არ სჭირდება დიდი სივრცე, ხოლო მისი მოთხოვნები სითბოსა და საკვების მიმართ მინიმუმზეა დაყვანილი. ESA-ს მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ჰიბერნაციის რეჟიმი მცირე ზომის კოსმოსური ხომალდების გამოყენების საშუალებას მოგვცემს, 6 ასტრონავტის მარსისკენ გასამგზავრებლად (მარსისკენ მოგზაურობა მოსაწყენი საქმეა…).

 ამ პროექტში წარმოდგენილია ინდივიდუალური კაფსულები, რომლებშიც ეკიპაჟის ყველა წევრი იქნება მოთავსებული. გათვალისწინებულია პატარა ნაკვეთურებიც ეკიპაჟის ფხიზლად მყოფი წევრებისთვის. ჰიბერნაციის რეჟიმი, თითოეული ადამიანისთვის საჭირო საკვები კონცენტრატების მასას რამდენიმე კილოგრამით შემაცირებს.

ჰიბერნაციულ კაფსულებს რბილი შიგთავსი ექნება, მის შიგნით ადამიანის ყოფნისას კი ჩაბნელდება. დაიცავს მათ კოსმოსური რადიაციისგან, იქნება დასაძინებელი ადგილი “ნორმალურ” რეჟიმში ცხოვრებისას. ჰიბერნაციული კაფსულების ტექნოლოგიური აღჭურვილობა ადამიანებს კუნთოვანი მასისა და ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში დაეხმარება, რაც ჰიბერნაციიდან გამოსვლისას, სავარაუდოდ – 21 დღე, სარეაბილიტაციო დროს შეამცირებს (როგორ მოქმედებს უწონობა ასტრონავტებზე?; ხელოვნური გრავიტაციის გარეშე ვერ გავფრინდებით…).

 კოსმოსური ხომალდის მუშა მდგომარეობის შესანარჩუნებლად, როცა ეკიპაჟი ჰიბერნაციაშია, გამოყენებული იქნება ავტომატური სისტემები ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე, ასევე სხვა მსგავსი ტექნოლოგიები (რა არის მანქანური სწავლება?).

 აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი კოსმოსური ფრენების რეალიზებამდე კიდევ არა ერთი ათწლეული გაივლის. თუმცა, ამის შესაძლებლობა შორეულ მომავალში მაინც რომ გაჩნდეს, უკვე ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა, რასაც კოსმოსის კვლევის ევროპული სააგენტო აკეთებს (სასტიკი კოსმოსი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.