J002E3 – ასტეროიდი თუ…?

 J002E3-ით აღინიშნება ასტეროიდი, რომელიც 2002 წლის 3 სექტემბერს ასტრომოყვარულმა უილიამ იონმა აღმოაჩინა. შემდგომი კვლევებით გაირკვა, რომ ეს ობიექტი არა ქვის ასტეროიდია, არამედ რაკეტამატარებელი – სატურნ-5-ის საფეხური, რომელმაც მისია ”აპოლონ-12” მთვარისკენ წაიყვანა.

 აღმოჩენისთანავე გამოთვლილი ორბიტა გეოცენტრული აღმოჩნდა, რამაც ასტრონომების დაინტერესება გამოიწვია. არსებული წარმოდგენების მიხედვით, ნებისმიერი ობიექტი, მცირე მასისაც, პრეტრუბაციის გამო სისტემიდან დედამიწა-მვთვარე-მზე ამოგდებული იქნება. როგორც ჩანს, ეს ობიექტი დედამიწის გრავიტაციული ზემოქმედების ქვეშ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მოექცა(ყველაზე ერთგული კვაზითანამგზავრი).

 ზედაპირის სპექტრის ანალიზმა ტიტანის დიოქსიდი გამოავლინა(უცხოპლანეტელები?!), რომელსაც NASA, სატურნ ხუთის შესაღები თეთრი საღებავის მისაღებად იყენებდა. ორბიტის რეტროსპექტული ანალიზით გაირკვა, რომ J002E3 მზის გარშემო 31 წელი მოძრაობდა, ხოლო დედამიწის მახლობლად ბოლოს 1971 წელს ომყოფებოდა. ამ თარიღს ”აპოლონ-14”-ის სტარტი უფრო შეესაბამება, თუმცა NASA-მ ამ კომპლექსის ყველა ნაწილის შედმგომი ბედი ზუსტად იცის – მესამე საფეხური მთვარის მიმართულებით იქნა მიმართული, რათა ზედაპირზე დაცემით მასში სეისმური ტალღების გავრცელება შეესწავლათ(პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე).

 J002E3-ის ფენომენის ერთად-ერთი სიმართლესთან ახლოს მყოფი ახსნა მისია ”აპოლონ-12”-ის რაკეტამატარებლის ”სატურნ-5”-ის მესამე საფეხურშია. გეგმის მიხედვით, ის ჰელიოცენტრულ ორბიტაზე უნდა გასულიყო, თუმცა შეფერხების გამო ძრავების ამუშავებაში, მან 1969 წლის 18 ნოემბერს მთვარესთან ახლოს გაირა და კვაზისტაბილურ გეოცენტრულ ორბიტაზე დარჩა.

 J002E3-მ დედამიწის ორბიტა 2003 წელს დატოვა და სავარაუდოდ, 2032 წელს დაბრუნდება(უცნაური რადიოექო; უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!)

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=hfTX13MnTjk

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.