შეუძლიათ თუ არა ახალგაზრდა ვარსკვლავებს ბუშტების გაბერვა? ეს სურათი გადაღებულია ჩილეში, სერო ტოლოლოს ამერიკულ ობსერვატორიაში. ჩანართზე გამოსახულია ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავი – HD 61005, რომლამდე მანძილი სულ რაღაც 120 სინათლის წელია. ეს ვარსკვლავი, მზეზე გაცილებით ახალგაზრდაა, მხოლოდ 100 მილიონ წლამდე. მისი მკვრივი და სწრაფი ვარსკვლავური ქარი, გარშემო არსებულ ცივ გაზსა და მტვერს უბიძგებს, რითაც ბუშტის ფორმის სტრუქტურას წარმოიქმნის – ე.წ. ასტროსფერო. ვარსკვლავის მიერ გაბერილი ბუშტი, რენტგენის დიაპაზონში მომუშავე კოსმოსურმა ტელესკოპმა, “ჩანდრამ” აღმოაჩინა; მისი დიამეტრი დაახლოებით 200-ჯერ აღემატება დედამიწიდან მზემდე მანძილს. ჩვენს მზესაც აქვს ბუშტი, რომელსაც ჰელიოსფერო ეწოდება, ის პლანეტებს კოსმოსური გამოსხივებისგან იცავს. ჩანართზე, ასევე, ვარსკვლავის ფორმირების მერე დარჩენილი ნივთიერებებიც ჩანს, რომლებსაც ასევე კოსმოსური ტელესკოპი, “ჰაბლი” აკვირდებოდა. გაზისა და მტვრის ნარჩენები ფრთებს ჰგავს, რის გამოც ამ ვარსკვლავს მეტსახელად „პეპელა“ უწოდებს.