HD 163296: ფორმირებადი ვარსკვლავის ჭავლები

 როგორ წარმოიქმნება ფორმირების პროცესში მყოფი ვარსკვლავის ჭავლები? ზუსტი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ახალგაზრდა ვარსკვლავის სისტემის – HD 163296, ახლახანს მიღებულ გამოსახულებას ბევრი ახალი ინფორმაციის მოცემა შეუძლია. ცენტრში მდებარე ვარსკვლავი ჯერ ისევ ფორმირების პროცესშია, მტვრისა და გაზის მბრუნავი დისკო კი უკვე აქვს და ჭავლებიც გამოისროლა. დისკოს რადიოგამოსახულება ALMA (ატაკამას (ჩილე) მილიმეტრული დიაპაზონის ანტენათა მასივი)-მ მიიღო. დისკოში გაჩენილი სიცარიელეები, ალბათ, პლანეტათა ჩანასახების გრავიტაციით გაჩნდა. ჭავლები, ხილულ დიაპაზონშია გადაღებული, ასევე ჩილეში მდებარე ტელესკოპის, VLT (ძალიან დიდი ტელესკოპი)-ის საშუალებით. ამ სწრაფად მოძრავი გაზის მეტი წილი წყალბადზე მოდის, ის დისკოს ცენტრიდან ამოიტყორცნება. სისტემის ზომა, დედამიწა-მზეს შორის მანძილს რამდენიმე ასეულჯერ აჭარბებს. ჭავლების გენერირება და ფორმირება, ნაწილობრივ მაინც, მბრუნავ დისკოში წარმოიქმნილი მაგნიტური ველის დამსახურებაა. მომავალი დაკვირვებები HD 163296-სა და სხვა მსგავს სისტემებზე, ამ პროცესების დეტალების გარკვევაში დაგვეხმარება (ვარსკვლავისამად გახლეჩილი პროტოპლანეტური დისკო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.