Google-ს ნეირონული ქსელის საშუალებით, NASA-მ მერვე პლანეტა აღმოაჩინა, 2545 სინათლის წლის მანძილზე მდებარე თითქოსდა უკვე შესწავლილი მზისმაგვარი ვარსკვლავის სისტემაში – Kepler-90. ეს სისტემა უკვე მზისას დაემსგავსა, ოღონდ რაოდენობრივი თვალსაზრისით, რადგან ეს პლანეტები, როგორც ჩანს, სიცოცხლის გაჩენისთვის თავსებადი არ უნდა იყოს.
ახლად აღმოჩენილი Kepler-90i, ძალიან ცხელი, კლდოვანი ეგზოპლანეტაა, საშუალო ტემპერატურით 426 გრადუსი ცელსიუსით, რითაც ის ვენერას უფრო ჰგავს. ღერძის გარშემო 14,4 დედამიწისეული დღე-ღამე ბრუნავს. ზომით კი ჩვენ პლანეტაზე 30%-ით დიდია.
ამ აღმოჩენის გაკეთება Google AI-ს ჯგუფის წევრის, ქრისტოფერ შალისა და ტეხასის უნივერსიტეტის ასტრონომის, ენდრიუ ვენდერბურგის თანამშრომლობით მოხერხდა, რომლებმაც ნეირონულ ქსელს სუსტი ტრანზიტების(როცა პლანეტა თავისი ვარსკვლავის წინ გაივლის) იდენტიფიკაცია ასწავლეს.
ბოლო 4 წლის განმავლობაში ”კეპლერის” მიერ შეგროვებული მონაცემები 35 000 პლანეტობის კანდიდატის სიგნალს შეიცავს. ავტომატური ანალიზის სისტემა, მათ შორის ყველაზე უფრო პერსპექტიულებს ამოწმებს, ყველაზე უფრო სუსტი სიგნალები კი ამ მეთოდით ძებნის ფარგლებს გარეთ რჩება. ასტრონომებს ლამის ხელით უწევთ ანალიზის ჩატარება, მაგრამ მონაცემთა უზარმაზარი მოცულობა ამ საქმეს არაეფექტურსა და ხანგრძლივს ხდის.
მომავლისთვის, მენციერები აპირებენ ნეირონული ქსელი ”კეპლერის”(“კეპლერის” მესამე გიროსკოპი მზე იქნება) მონაცემთა მთლიანი ბაზის ანალიზისთვის გამოიყენონ, მასში 150 000-ზე მეტი ვარსკვლავის შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. ვინ იცის, კიდევ რა საიდუმლოებებსა და საგანძურს აღმოაჩენს იგი. იქნებ, მეორე დედამიწასაც(ეგზოპლანეტები).