Falcon Heavy – წარმატებული სტარტი!!!

 ძლიერი ქარის გამო აფრენის დრო რამდენიმეჯერ გადაიდო და თბილისის დროით 7 თებერვლის 00:45 საათზე განხორციელდა. ორი გვერდითი ამაჩქარებელის უკან დაშვებამაც წარმატებულად ჩაიარა, მესამე კი 100 მეტრით აცდა მცურავ პლათფორმას და წყალში ჩავარდა.

 ”მძიმე შევარდენი” ყველაზე უფრო მძლავრი რაკეტა-მატარებელია, ტვირთამწეობით – 64 ტონა, მარსთან კი 17 ტონა ტვირთის მიტანა შეუძლია.

 ამჯერად, მის ტვირთს ელექტრომობილი Tesla Roadster წარმოადგენდა, რომელიც მზის გარშემო, დედამიწისა და მარსის ორბიტების მკვეთ წაგრძელებულ ორბიტაზე იმოძრავებს. მარსის ახლო ორბიტაზ ემისი გასვლის შანსი უკიდურესად მცირეა. წარმატების შემთხვევაში, ამ წელიწადში Falcon Heavy-ს კიდევ ორი გაშვება განხორციელდება – Arabsat 6A(საუდის არაბეთი) და Space Test Program 2(ა.შ.შ.).

 Falcon Heavy ცენტრალური ბლოკისა და ორი გვერდითი ამჩქარებლისგან შედგება, რომლებიც მოდერნიზირებული მძიმე Falcon 9-ს პირველ საფეხურებს წარმოადგენს. სტარტის ღირებულება 90-120 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

 შედარებისთვის, 29 ტონა ტვირთამწეობის Delta IV-ის გაშვება 164-400 მილიონი დოლარი ჯდება. Falcon Heavy-ს ორჯერ მეტი სიმძიმის აწევა შეუძლია, თან მეოთხედ ფასად. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მთვარის პროგრამების განხორციელებაც იქნება შესაძლებელი, რაც ა.შ.შ-ს მთავრობისა და ნასას ინტერესებშიც შედის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *