Falcon Heavy – წარმატებული სტარტი!!!

 ძლიერი ქარის გამო აფრენის დრო რამდენიმეჯერ შეიცვალა და თბილისის დროით, 7 თებერვლის 00:45 საათზე განხორციელდა. ორი გვერდითი ამაჩქარებელის უკან დაშვებამაც წარმატებულად ჩაიარა, მესამე კი 100 მეტრით ასცდა მცურავ პლათფორმას და წყალში ჩავარდა.

 “ფალკონ ჰევი” (მძიმე შევარდენი), ყველაზე მძლავრი რაკეტა-მატარებელია, ტვირთამწეობით – 64 ტონა, მარსთან კი 17 ტონა ტვირთის მიტანა შეუძლია.

 ამჯერად, მის ტვირთს წარმოადგენდა ელექტრომობილი “ტესლა როუდსთერი” (Tesla Roadster), რომელიც მზის გარშემო დედამიწისა და მარსის ორბიტების მკვეთ წაგრძელებულ ორბიტაზე იმოძრავებს. მარსის ახლო ორბიტაზე მისი გასვლის შანსი უკიდურესად მცირეა. წარმატების შემთხვევაში, ამ წელიწადში “ფალკონ ჰევის” კიდევ ორი გაშვება განხორციელდება – Arabsat 6A (საუდის არაბეთი) და Space Test Program 2 (ა.შ.შ.).

“ფალკონ ჰევი” ცენტრალური ბლოკისა და ორი გვერდითი ამჩქარებლისგან შედგება, რომლებიც მოდერნიზირებული მძიმე “ფალკონ  9”-ის პირველ საფეხურებს წარმოადგენს. სტარტის ღირებულება 90-120 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

 შედარებისთვის, 29 ტონა ტვირთამწეობის Delta IV-ის გაშვება 164-400 მილიონი დოლარი ჯდება. “ფალკონ ჰევის” ორჯერ მეტი სიმძიმის აწევა შეუძლია, თან მეოთხედ ფასად. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მთვარის პროგრამების განხორციელებაც იქნება შესაძლებელი, რაც ა.შ.შ-ს მთავრობისა და ნასას ინტერესებშიც შედის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.