Gaia – ეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორბიტალური ტელესკოპია, რომელსაც, სავარაუდოთ, ორბიტაზე 2013 წლის მარტში გაიყვანენ. მისი მთავარი ამოცანა ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების განაწილების დეტალური რუკის შედგენაა.
Gaia ვაკუუმიან კამერაში თერმული ტესტირების დროს.
ტელესკოპი ოპტიკურ დიაპაზონში იმუშავებს. მისი ორბიტა დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე იქნება, ე.წ. ლაგრანჟის წერტილში(L2). ამ წერტილში ტელესკოპის მგრძნობიარე აპარატურას დედამიწის ჩრდილი მზის გამოსხივებისაგან მუდმივად დაიცავს. სითბოსა და სინათლისაგან მაქსიმალურად დასაცავად ის დიდი გასაშლელი ეკრანითაც იქნება აღჭურვილი, ფართობით 100 კვადრატული მეტრი.
სავარაუდოთ, Gaia-ეს საშუალებით მეცნიერები ჩვენი გალქტიკის სამ განზომილებიან რუკას შექმნიან, მილიარდობით ვარსკვლავების კოორდინატებით, მოძრაობის მიმართულებებისა და ფერების(1) მითითებით. გარდა ამისა Gaia 10 ათსამდე ეკზოპლანეტასაც აღმოაჩენს, ასევე მზის სისტემის ახალ კომეტებსა და ასტეროიდებსაც.
ორბიტალური ტელესკოპი Gaia ექსტრემალურ ტემპერატურულ რეჟიმებს უძლებს. ის იმუშავებს გარემოში, რომლის ტემეპრატურა ცელსიუსით -110 გრადუსია. ამტანობის ტესტი მან ქალაქ ტულუზაში(საფრანგეთი) უკვე გაიარა.