ევროპის კოსმოსური სააგენტო(ESA), პირდაპირი გადინების იონური ძრავის გამოცდის შესახებ იუწყება, რომელიც საწვავად ატმოსფეროს ზედა ფენიდან აღებულ ჰაერს გამოიყენებს. 200 კილომეტრამდე სიმაღლეზე მოძრავი პატარა თანამგზავრები ასეთი ძრავის საშუალებით, ძალიან დიდი ხანი შეძლებენ ორბიტაზე დარჩენასა და ფუნქციონირებას.
იონური ძრავების საფუძველია გაზის ნაწილაკების იონიზაცია და ელექტრული ველით მათი აჩქარება. კონსტქუციული თავისებურებიდან გამომდინარე, გაზის ნაწილაკები ასეთ ძრავებში გაცილებით მეტად ჩქარდება, ვიდრე ქიმიურ ძრავებში. აქვთ გაცილებით დიდი კუთრი იმპულსი და ესაჭიროებათ მცირე რაოდენობით საწვავი. თუმცა, მათი ყველაზე დიდი ნაკლი – უკიდურესად მცირე გამწევი ძალაა, ჩვეულებრივ ქიმიურ ძრავებთან შედარებით. ამის გამო, მათი გამოყენებაც უკიდირესად იშვიათად ხდება. ამის ბოლო მაგალითია კოსმოსური აპარატი Dawn(”განთიადი”), რომელიც ახლა ასტეროიდ ცერესის გარშემო მორაობს.
ახლანდელი იონური ძრავებისთვის საწვავის როლში, როგორც წესი, გაზი ქსენონი გამოდის(ძრავის ყველაზე ხანგრძლივი ტესტირება დასრულებულია). ამავე დროს, არსებობს პირდაპირი გადინების იონური ძრავების კონცეფციაც, რომელიც კოსმოსურ მისიებში ჯერ არავის გამოუყენებია. ასეთ შემთხვევაში, გაზის წყარო, დედამიწის(ან სხვა კოსმოსური სხეულის) ატმოსფერული ჰაერი იქნება.
თეორიულად, ასეთი აპარატი მუდმივად შეძლებს ორბიტაზე დარჩენას, 150 კილომეტრიდან და ცოტა მაღლა. ატმოსფეროსთან ხახუნით გამოწვეული დამუხრუჭების კომპენსაცია, ამავე ატმოსფეროდან აღებული ჰაერით მომუშავე იონური ძრავით მოხდება.
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2009 წელს გაიყვანა ორბიტაზე თანამგზავრი GOCE, რომელმაც 255 კილოგრამი ქსენონითა და მუდმივად ჩართულ იონური ძრავით თითქმის 5 წელი იმუშავა. ექსპერიმენტიდან გამომდინარე, ESA-მ ასეთი თანამგზავრებისთვის, პირდაპირი გადინების იონური ძრავის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.
ჰაერის ამღები; იონური ძრავები ქსენონზე და ჰაერზე.
პროტოტიპის გამოცდა ვაკუუმიან კამერაში ხორციელდებოდა. ჯერ ქსენონი გამოიყენეს, შემდეგ კი ჟანგბადისა და აზოტის ნაზავი, რაც 200 კილომეტრის სიმააღლეზე არსებული ჰაერის იმიტირებას ახდენდა. ბოლოს, ძირითად რეჟიმში სისტემის კარგად ფუქნციონირების შესამოწმებლად, ძრავაში სუფთა ჰარი შეუშვეს.