აჰუნა მთა აჰუნა(Dawn/NASA).

აჰუნა

 როგორ გაჩნდა ეს უჩვეულო მთა? მთა აჰუნა, ყველაზე დიდი მთაა მზის სისტემის ყველაზე დიდ ასტეროიდზე(ჯუჯა პლანეტა) – ცერესი(ცერერა), რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ მთავარ ასტეროიდულ სარტყელში მოძრაობს(მოკლედ მზის სისტემის შესახებ). ადამიანებს აჰუნას მსგავსი ჯერ არფერი უნახავთ. მაგალითად, მისი კალთები ძველი კრატერებითა და ახალგაზრდა ვერტიკალური ზოლებით არის დაფარული. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ის ყინულოვანი ვულკანია, რომელიც ჯუჯა პლანეტის მეორე მხარეს მომხდარი ძლიერი დარტყმით გაჩენილმა სეისმურმა ტალღებმა წარმოქმნა. კაშკაშა ვერტიკალურ ზოლებში კი სინათლის კარგად ამრეკლი მარილი უნდ აიყოს, რომელიც ცერესის კარგად ცნობილ ელვარე ლაქებშიც დაიმზირება. ამ ფოტოზე ყველაფრის სიმაღლე ორჯერ არის გაზრდილი. ის გასულ წელს ავტომატური თანამგზავრის – ”განთიადი”(Dawn), მიერ გაკეთებული რუკის მიხედვით შეიქმნა(კიდევ ცერესის შესახებ).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *