ESO(ევროპის სამხრეთული ობსერვატორია)-ს მიერ გადაღებული ახალი სურათები ათასეულობით გალაქტიკების დემონსტრაციას ახდენენ, კერძოდ გალაქტიკათა დიდ ჯგუფს, რომელიც მასიურ გალაქტიკურ გროვას, სახელად აბელს ეკუთვნის, ნომრით 315. ცაზე შეუიარაღებელი თვალით ყურებისას, მხოლოდ ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავების და მეზობელი უახლოესი სამი გალაქტიკის დანახვა შეიძლება(დიდი და პატარა მაგელანის ნისლეული, ანდრომედას გალაქტიკა). ადამიანის თვალი ძალიან სუსტია იმისათვის, რომ სურათზე გამოსახული გალაქტიკები დაინახოს. ეს რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ ცა მთლიანად განათებული მოგვეჩვენებოდა.
სურათი გადაღებულია კოსმოსური ობსერვატორია ჰაბლის საშუალებით(HUBBLE). ამ უცნაური ფორმის გალაქტიკას „ჰოაგის ობიექტი“ ქვია( Hoag’s Object). ის გველის თანავარსკვლავედში მდებარეობს, დედამიწიდან 600 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. ეს გალაქტიკა წარმოადგენს თითქმის იდეალურ წრეს ცისფერი ვარსკვლავებით, რომელიც ყვითელ ბირთვსაა გარშემორტყმული. ზომით 100 ათასი სინათლის წლისაა. გარსში ცისფერი, მასიური ვარსკვლავები დომინირებენ, ბირთვი კი ძირითადათ ხნიერი, ყვითელი ვარსკვლავებისაგან არის შედგენილი. გარე წრესა და ბირთვს შორის არსებულ სივრცეში შესაძლებელია არის ვარსკვლავთგროვები, ალბათ ძალიან მკრთალი, რის გამოც ისინი არ ჩანან.



