რა თქმა უნდა არა. მზეზე დიდი ვარსკვლავების ახლო სივრცეში ექსტრემალური პირობებია. ასეთი ვარსკვლავი ახლოს რომ ყოფილიყო, დედამიწაზე ვერანაირი სიცოცხლე ვერ გაჩნდებოდა .
კატეგორია: პასუხები დასმულ შეკითხვებზე
მთავრდება სადმე ეს სამყარო?(თემური)
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ რაიმე სფეროს ზედაპირის ერთი პატარა წერტილი. წერტილის თვალსაწიერიდან სფერო უსასრულოა(არ შეიძლება გამოიყოს რაიმე რეგიონი, რომელსაც დავარქმევდით სფეროს „დასასრულს“), ანუ ეს არის ორ განზომილებიანი ჩაკეტილი უსასრულობა. ჩვენთვის, უფრო მეტ განზომილებიან სამყაროში მცხოვრები არსებებისთვის სფეროს ბოლოს არსებობა აშკარაა. იგივე ხდება, როცა ჩვენ, სამყაროს „სასრულობაზე“ ვსაუბრობთ. არ არსებობს ადგილი ჩვენთვის ცნობილ სივრცეში, რომელსაც ექნებოდა თვისებები, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს სამყაროს ბოლო საზღვარია.
შავი ხვრელის სიცოცხლის ხანგრძლივობა.
წარმოდგენა შვ ხვრელზე, როგორც მხოლოდ აბსოლუტურად მშთანქმელ ობიექტზე კორექტირებულ იქნა ასტროფიზიკოს სტივენ ჰოკინგის მიერ 1975 წელს.
რამდენ ხანში იშლება ურანი?(ლევანი)
ურანის გამოღვიძება არასწორი ტერმინია, ურანს სულ „ღვიძავს“, ის რადიოაქტიურია ბუნებრივად და რადოიაქტიურ დაშლას განიცდის. რადიოაქტიურ ელემენტებს განსხვავებული დაშლის პერიოდი აქვთ, ზოგს იმდენად დიდი, რომ პრაქტიკაში მათ ნახევრად დაშლის პერიოდს იყენებენ, რათა არ მოხდეს ძალიან დიდი ციფრებით მანიპულირება. მაგალითად, ურანი 235, რომელიც ატომური საწვავის მთავარი ელემენტია, ნახევრად დაშლის პერიოდი 235U 7,13×108 წელს უტოლდება.
ბერმუდის სამკუთხედი (თამთა)
ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც თითქოს საზღვაო და საჰაერო გემების საიდუმლო გაუჩინარებანი ხდება. რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.
რატომ არ ვარდება დედამიწა მზეზე?(KAI)
პასუხი კითხვაზე ჩვენს მომხმარებელ KAI-ს
მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ დედამიწა ყოველთვის მზეზე ვარდება, თუმცა ვერა და ვერ ახერხებს ამას. აგერ უკვე 5 მილიარდი წელია ის განუწყვეტლად მოძრაობს თავის ორბიტაზე, ამ მოძრაობაში ერთმანეთთან არის შერწყმული განუწყვეტელი მზისკენ ვარდნა და მოძრაობა(რომელიც დედამიწამ “მემკვიდრეობით მიიღი თვითონ მზის სიტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე) მნათობის საწინააღმდეგო მიმრთულებით, ასეთი წონასწორობის გამო საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე თითქმის არ იცვლება.
როგორ გაჩნდა სამყარო და რა ძალა ამოძრავებს მასში არსებულ მატერიას?(KAI)
ჩვენი სამყარო(ითვლება, რომ არსებობენ სხვა სამყაროებიც) 13,7 მილიარდი წლის წინათ თავმოყრილი იყო ერთ წეერტილში და ის არანაირი ნივთიერებების ნაზავს არ წარმოადგენდა. ნივთიერებები გაჩნდნენ შემდეგ, ვარსკვლავების გაჩენასთან ერთად. მსუბუქი ვარსკვლავები “მსუბუქი” ნივთიერებების წყაროებად იქცნენ(დიდი აფეთქების მერე უმსუბუქესი წყალბადის ატომი უკვე არსებობდა, ის სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტია), ასტრონომიაში წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ნივთიერებებს მეტალებს უწოდებენ. ამ “მეტალების” და ნამდვილი მეტალების წყარო მძიმე ვარსკვლავები არიან, 3-ჯერ და უფრო მასიური ვიდრე მზეა.
იპოვეს თუ არა ატლანტიდა? (თენგო)
ვერსიების რიცხვმა ატლანტიდის ადგილსამყოფელის შესახებ ათეულებს გადააჭარბა, ხოლო ძველ წყაროებსა(ძველი
რადიონახშირბადული დათარიღება
როგორ ხდება ისტორიამდელი ორგანიზმებისა და სხვა ნიმუშების ასაკის დადგენა?(ბადრი)
რადიონახშირბადული ანალიზი
ეს არის ფიზიკური მეთოდი ბიოლოგიური ნარჩენების, საგნების ან რაიმე ბიოლოგიური მასალის წარმომავლობის დადგენისა მასში რადიოაქტიური ნახშირბადის 14C რაოდენობის დადგენით.