მაშინ როცა სხვა პულსარები ბერდებიან, პულსარი PSR B1509-58 ახალგაზრდად გამოიყურება. სინათლე, რომელიც ამ ზეახალის აფეთქების მერე გამოსხივდა, დედამიწამდე მინიმუმ 1700 წლის მერე მოვიდა. დამაგნიტებული, 20 კილომეტრი დიამეტრის ნეიტრონული ვარსკვლავი 7 ბრუნს აკეთებს წამში ღერძის გარშემო.
კატეგორია: ნეიტრონული ვარსკვლავი
ზეახალი ვარსკვლავი
მზეზე რამდენიმეჯერ დიდი ვარსკვლავები ევოლუციას კატასტროფული აფეთქებით ამთავრებენ. “ზეახალი” ეწოდათ იმის გამო, რომ ისინი ანთების დროს გაცილებით ძლიერად ანათებენ ვიდრე ე.წ. “ახალი ვარსკვლავები”. სინამდვილეში არც ერთი და არც მეორე ტიპის ვარსკვლავები არ წარმოადგენენ ფიზიკურად ახალ ვასრკვლავებს, ინთებიან უკვე არსებული ვარსკვლავები.
პულსარი PSR J2007+2722
PSR J2007+2722 პულსარი ეკუთვნის იშვიათ ტიპს: ის წამში 41 რადიოიმპულსს ასხივებს, ანუ უფრო სწრაფია 90%-ზე მეტ ასეთი ტიპის ობიექტებზე. ბრუნვის ასეთი მაღალი სიჩქარე იმაზე მიუთითებს, რომ ნეიტრონულმა ვარსკვლავმა თავის დროზე კომპანიონი ვარსკვლავიდან გადმოქაჩა მატერია. უცხო ნივთიერების დაგროვებასთან ერთად ვარსკვლავი უმატებდა ბრუნვის სიჩქარესაც, იმმნიშვნელობამდე, რაც დღეს აქვს. დაკვირვებებმა აჩვენა, როგორც მოსალოდნელი იყო, რომ პულსარის ბრუნვის სიჩქარე კლებულობს.
უცნაური ვარსკვლავები
როგორც ცნობილია, ჩვენი სამყაროს ატომების ბირთვები პროტონებისა და ნეიტრონებისგან შედგებიან, რომლებიც თავის მხრივ, პირველი თაობის კვარკებისგან არიან აწყობილნი – u-კვარკები და d-კვარკები.