PanSTARRS-ის ფართო კუდი

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დამკვირვებელთათვის სიმკრთალისკენ წასული კომეტა PanSTARRS(C/2011 L4),დასავლეთ ჰორიზონტის თავზე, მზის ჩასვლის თანავე, შეუიარაღებელი თვალით ჯერ კიდევ ხილული იქნება.

 დედამიწის მხრიდან მისი ფართო კუდი დაიმზირება. ამ დიდი დაყოვნებით გადაღებულ ფოტოზე, რომელიც 21 მარტს არის გაკეთებული, კომეტა PanSTARRS-ის კუდში უცნაური, ძლივს გასარჩევი ხაზები ჩანან, მეორე ფოტოზე კი კუდზე დატანილი სამოდელო ბადე – სინქრონი და სინდინი.


სინქრონები(გრძელი წყვეტილი ხაზები) მტვრის ნაწილაკების მდგომარეობას გვიჩვენებენ, რომლებიც კომეტას ერთი და იგივე დროს ნულოვანი სიჩქარეებით მოშორდნენ. ყოველი შემდგეგი სინქრონი წინასაგნ 1 დღიანი შუალედით რის გამოყოფილი, ხოლო მათი დასაწყისი ქვემოთაა, 10 დღით ადრე, სანამ კომეტა 10 მარტს პრიჰელიუმს(ორბიტის მზესთან უახლოესი წერტილი) გაივლიდა. სინდინები(უწყვეტი ხაზები) ერთი ზომის მტვრის ნაწილაკებს გვიჩვენებენ, ამოფრენილებს ბირთვიდან ასევე ნულოვანი სიჩქარით. 1 მიკრონის ზომის ნაწილაკები ზედა სინდინზეა. ნაწილაკების ზომა 500 მიკრონამდე საათის ისრის მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგეოდ იზრდება. ეს ნაწილაკები ბოლო სინდინზე არიან, კომეტის ორბიტის პარალელურად(ბირთვზე გამავალი წყვეტილი ხაზი). მოდელირების დროს მტვრის ნაწილაკებზე მოქმედი გრავიტაცია და მზის ქარი იქნა გათვალისწინებული. პერიოდული ხაზები კომეტა PanSTARRS-ის კუდზე სამოდელო სინქრონებს ზუსტად მიჰყვებიან.

21 მარტს კომეტა PanSTARRS-ი დედამიწას 180 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. ასეთ მანძილზე ფოტო თითქმის 4 მილიონი კილომეტრის სივრცეს მოიცავს(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; კომეტა ლემონი სამხრეთ პოლუსთან ახლოს; გარადის საპირისპირო კუდები; კომეტა გარადის კუდები; კომეტებზე მონადირენი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.