ასტრონომებმა, იუპიტერისმაგვარი ეგზოპლანეტის – HR 8799, ატმოსფერო დეტალურად შეისწავლეს.
სისტემა HR 8799 აღნაგობით მზის სისტემას ჰგავს, ოღონდ რამდენიმე ათეულჯერ გადიდებულს. მიღებული ფოტოების მაღალი გარჩევადობის შესაძლებლობის საშუალებით დადგინდა, რომ ამ ვარსკვლავის ორბიტაზე მდებარე პლანეტის ატმოსფერო, დეადამიწიდან 130 სინათლის წლის მანძილზე, ნახშირჟანგის, ჟანგბადისა და წყლის ორთქლისაგან შედგება.
მიღებულმა მონაცემებმა დაამტკიცა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ პლანეტა, აღნიშვნით – HR 8799c, აკრეციის შედეგად გაჩნდა. ნახშირჟანგის დომინირება ჟანგბადზე იმით აიხსნება, რომ გაზურმტვროვანი დისკო ვარსკვლავის გარშემო, რომლისგანაც პალნეტა წარმოიქმნა, დიდი ხნის განმავლობაში ცივდებოდა. ყინულის ფორმირების პროცესში, ჟანგბადის შემცველობა გაზში, რომელიც საბოლოოდ პლანეტის ატმოსფეროდ იქცა, გამუდმებით იკლებდა.
პლანეტის ფოტოების გადაღება სპექტროგრაფ OSIRIS-ის საშუალებით მოხერხდა, რომელზეც 2012 წლის დეკემბერში ახალი დიფრაქციული მესერი დააყენეს. 2013 წლის დასაწყისში, OSIRIS-ით იუპიტერის თანამგზავრი – ევროპაც შეისწავლეს.
სპექტროგრაფი სპეციალურად კეკის ტელესკოპის ადაპტიურ ოპტიკასთან ერთდ სამუშაოდ შეიქმნა. ეს 10 მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპი 4145 მეტრის სიმაღლეზე, 1996 ააშენეს.