ისევ ასტეროიდები

 9 მარტს დედამიწასთან ახლოს დიდმა ასტეროიდმა ჩაიფრინა.

 ამერიკის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტთა თქმით დედამიწასტან შეჯახების შემთხვევაში, ციურ სხეულს მთლიანი ქალაქის განადგურება შეეძლო.

 ასტეროიდი 2013 ET-ის დიამეტრი 140 მეტრია, ის მხოლოდ 6 დღის წინათ შეამჩნიეს. 42 000 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავმა ობიექტმა დედამიწას დაახლოებით 960 000 კილომეტრის მანძილზე ჩაუქროლა. ის მხოლოდ ძლიერი ტელესკოპებით ჩანდა.

 სპეციალისტთა თქმით, ამ სიტუაციაში ყველაზე უფრო შემაშფოთებელი ის ფაქტია, რომ მეცნიერები ვერ გებულობენ, თუ საიდან მოდიან ბოლო დროს გამოჩენილი, დედამიწასთან ახლო დისტანციებზე მოსული ასტეროიდები.

 აღსანიშნავია, რომ 2013 ET ”ჩელიაბინსკელზე” რვაჯერ დიდია. 15 თებერვალს ჩელიაბინსკის თავზე ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა მძლავრი ნათება და ასევე მძლავრი დარტყმითი ტალღა წარმოქმნა. საცხოვრებელი სახლების მინები დაიმსხვრა, 1500-ზე მეტი ადამინი კი ამ ნამსხვრევებით დაზიანდა, მათ შორის 300 ბავშვი.

 უკვე 15 მარტს კი კიდევ უფრო დიდი კოსმოსური სტუმარი ”მოგვინახულებს” – 2009 EM1, მისი ზომა 49-160 მეტრი უნდ იყოს. თუმცა ეს ”მონახულება” გაცილებით დიდი დისტანციიდან მოხდება – 18 მილიონი კილომეტრი, მთვარეზე 48-ჯერ შორს.

 გარდა ამისა, ახლახანს მეცნიერებმა კიდევ ერთი, 16-49 მეტრის ზომის, ასტეროიდი აღმოაჩინეს – 2013 ET11, რომელიც 16 მარტს მთვარემდე 15-ჯერ შორს, ასევე 2013 EQ4, ისიც 160 მეტრამდე დიამეტრით, 1 აპრილს 27-ჯერ შორ მანძილზე ჩაიფრენს.

httpv://www.youtube.com/watch?v=UIWCaoLO_8Q

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.