ნასას ორბიტალური ზონდის – ”მესენჯერი”, საშუალებით მსოფლიო მეცნიერებამ როგორც იქნა მერკურის ზედაპირის სრული რუკა მიიღო(Space.com).
”მესენჯრი” მზესთან უახლოესი პლანეტის ორბიტაზე 2011 წლიდან მუშაობს, თებერვლის ბოლოს მან მერკურის კარტოგრაფირება დაასრულა. ახლა ნასას პლანეტის ყოველ კვადრატულ მეტრზე გააჩნია ინფორმაცია, იმ ნაწილსიაც, როემლიც ყოველთვის ჩრდილშია.
”მესენჯერამდე” მხოლოდ ”მარინერ 10”-მა გადაიღო მერკური. 1974-75 წლებში ის რამდენიმეჯერ მიუახლოვდა მას და პლანეტის ნაწილის რუკა შეადგინა. ”მესენჯერი” თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და მის მისე გადაღებულ ფოტოებს გაცილებით მეტი გარჩევადობის შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ”მარინერ 10”-ით გადღებულ სურათებს.
გეგმის მიხედვით ზონდს 2012 წლის მარტამდე უნდა ემუშავა, თუმცა ის ჯერ კიდევ მწყობრშია და ნასამ კვლევითი მისია ორი წლით გაზარდა. ამასობაში თანამგზავრი საწვავის მარაგს მთლიანად ამოწურავს და მერკურის ზედაპირზე დაეცემა.
httpv://www.youtube.com/watch?v=NOZKXLWuraQ