ერთმა ამერიკელმა მილიონერმა და ნასას ყოფილმა ინჟინერმა საინტერესო და საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთეს – კოსმოსურ ტურისტული მოგზაურობა მარსზე.
მან 2001-ში თავად იმოგზაურა კოსმოსში და იქ 8 დღე გაატარა. მას გადაწყვეტილი აქვს მოძებნოს დაქორწინებული წყვილი, რომლებიც პირველები გახდებიან ამ დაუვიწყარი მოგზაურობის მoნაწილენი კაცობრიობის ისტორიაში. მილიონერი სახელად ტიტო ამ მისიისთვის მზადებას უკვე იწყებს, გეგმა შემუშავებულია, რაკეტამატარებელი შერჩეულია, თუმცა დასახვეწი. ახლა ჯერი დაქორწინებულ წყვილზეა, რომელიც გაბედავს და ამ წინადადებას დათანხმდება. ტიტო გეგმავს შექმნას ისეთი რაკეტა, რომელიც 501 დღის განმავლობაში ორ ადამიანს მარსამდე მიიყვანს და ისევ უკან დედამიწაზე დააბრუნებს.
რატომ მაინც და მაინც დაქორწინებული წყვილი? მოგეხსენებათ მარსზე მოგზაურობა არც ისეთი იოლი საქმეა, ალბათ ისიც გახსოვთ, როგორ მიმდინარეობდა 500 დღიანი სატესტო მზადება მარსისკენ, ამიტომ წყვილის გაშვება მისი აზრით საუკეთესო გამოსავალია ამ ფსიქოლოგიურად მძიმე მოგზაურობისა, რომელშიც ფრენისგან დაღლილსა და ძალაგამოცლილს, საყვარელი ადამიანის ჩახუტება და თანადგომა გჭირდება, რასაც წყვილი უფრო მარტივად გადაიტანს, ვიდრე მთელი რიგი კოსმანავტების ჯგუფი. ტიტო თავად არის ამ მისიების დამფინანსებელი. ჩვენ მრავალი წელი დაგვჭირდა რომ აქამდე მიგვეღწია და ეს მისიები აუცილებლად განხორციელდება, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი მისიები აღარ წარმოადგენენ სირთულეს, პირველი ნაბიჯი მარსისკენ მომავალ კლონიზაციაში დაგვეხმარება, რომელიც 2030-იან წლებში იგეგმება, განაცხადა ტიტომ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში(მარსისკენ მოგზაურობა მოსაწყენი საქმეა…).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.