განმუხტვის დაფიქსირება წინასწარ დაყენებული ინფრაწითლი არხიანი კამერის საშუალებით მოხდა, რომლის მიმართულების რეგულირება ელექტრული აქტივობის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემის(WWLLN) დახმარებით ხორციელდებოდა.
მეცნიერთა თქმით, განმუხტვის ზედა ზღვარი 89 კილომეტრს აღწევდა, ხოლო ქვედა 52 კილომეტრს. მისი ენერგია მეცნიერებმა რამდენიმე მილიონ ჯოულად შეაფასეს. ელვამ შტორმული ღრუბლიდან რამდენიმე ათეული კულონი ელექტრული მუხტი პირდაპირ იონოსფეროში გადაიტანა. განმუხტვის მერე ე.წ. სპრაიტები დაიმზირებოდა.
გიგანტური ელვა, რომელიც ნაშრომშია აღწერილი, ელექტრული განმუხტვების იშვიათ ტიპს ეკუთვნის, ჩვეულებრივებისგან განსხვავებით, შტორმული ღრუბლების თავზე ხდება, არა მის ქვეშ. მასვე მიეკუთვნებიან სპრაიტები, ცისფერი ჯეტები. გიგანტური ელვას დამზერის ყველა შემთხვევა ეკვატორულ რაიონებშ ხდებოდა. ჩინური ელვა კი ყველაზე უფრო ჩრდილოეთურია მათ შორის(სპრაიტი; წითელი დემონი; მეხი ორჯერ დაეცა; ჭექაქუხილი სატურნზე).