რეგიონი იელოუნაიფ ბეი გეილის კრატერში, წითელ პლანეტაზე. მარსმავალი ბრტყელ კლდოვან ქანზე დგას. ამ ადგილზე, სახელად ”ჯონ ქლაინი”, ”ცნობისმოყვარეობამ” პირველი ბურღვა ჩაატარა. მის წინ მცირე სიღრმის ორი ნახვრეტი ჩანს, 1,6 სანტიმეტრი დიამეტრით, ერთი საცდელი, მეორედან კი საკვლევი სინჯი იქნა აღებული. შთამბეჭდავი მოზაიკა კამერებით MAHLI და Mastcam-ით გადღებული ფოტოებით გაკეთდა. კამერა Mastcam-ი მარსმავლის მაღალ ნაწილშია, ის შემომფარგლავი ლანდშაფტების გადასაღებად გამოიყენება. კამერა MAHLI კი ახლო ობიექტების გადასაღებად არის შექმნილი და აპარატის მექანიკურ მანიპულატორზეა დამაგრებული. ავტოპორტრეტი MAHLI-იმ გადაიღო, მასში თვით მანიპულატორის გამოსახულება ამოღებულია(ინტერაქტიური ვერსია).
”ცნობისმოყვარეობა”: პანორამა ავტოპორტრეტით
Posted by