რუსეთში მეტეორიტი ჩამოვარდა

 ამერიკული მეტეოზონდიდან გადაღბული ფოტოების მიხედვით ჩელიაბინსკის თავზე ჩამოვარდნილი მეტეორიტის საწყისი მასა 10 000 ტონა უნდა ყოფილიყო, ხოლო დიამეტრი 15 მეტრი. დაზიანდა 3000-მდე სახლი, 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ოღონდ არა მეტეორიტის ნამსხვრევებისგან, არამედ მოგვიანებით მოსული ტალღისგან, რომელმაც ფანჯრები დაამტვრია. მოგეხსენებათ სინათლის სხივი მექანიკურ ტალღებზე გაცილებით სწრაფად მოძრაობს, ამიტომ ჯერ ვხედავთ და შემდეგ გვესმის, როგორც ჩვეულებრივი ჭექაქუხილის დროს. განათებიდან ხმის მოსვლამდე თუ წამებს დავითვლით, გაელვების ადგილამდე მანძილის დაახლოებით დათვლას შევძლებთ, ცნობილი ფორმულით S = vt(v=340მ/წმ, ანუ ბგერის სიჩქარე ჰაერში).

 ექსპერთტა აზრით მეტეორიტი დედამიწისკენ 53 000 კმ/სთ. სიჩქარით მოფრინავდა, ხოლო ატმოსფეროში შემოსვლის მერე 18 000 კმ/სთ-მდე დამუხრუჭდა. ყველაფერი 32,5 წამი გრძელდებოდა. ნასელების აზრით აფეთქების სიმძლავრე ჰიროსიმაში აფეთქებული ატომური ბომბის სიმძლავრეზე 30-ჯერ მეტი იყო – 500 კილოტონა. 1908 წელს ჩამოვარდნილი ტუნგუსკის მეტეოროიდის მერე ასეთი რამ აღარ მომხდარა. მაშინდელი აფეთქების სიმძლავრე, საბჭოთა კავშირის მიერ ხრუშოვის მმართველობის დროს აფეთქებული თერმობირთვული ბომბის სიმძლავრისა უნდა ყოფილიყო – 40 – 50 მეგატონა.

httpv://www.youtube.com/watch?v=90Omh7_I8vI

httpv://www.youtube.com/watch?v=4ZxXYscmgRg

httpv://www.youtube.com/watch?v=b7mLUIDGqmw

httpv://www.youtube.com/watch?v=iCawTYPtehk

ირწმუნებოდნენ, რომ ტბაში გაჩენილი წრე მეტეორიტული წარმოშობისა არ იყო. ახლა კი ისევ ამ წრეში დააბრუნეს იგი, რადგან მახლობლად ნამსხვრევები იქნა აღმოჩენილი(ის ჩვეულებრივი ხონდრიტია), ფსკერზე დასული ფრაგმენტის ზომა 50-60 სანტიმეტრი შეიძლება იყოს.

მეტეორიტის კვალი ამერიკული მეტეოთანამგზავრის თვალთახედვის არეში მოყვა.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.