კოლაიდერი გაჩერდა

 ხუთშაბათს დილით კოლაიდერის ყველა დანადგარი გამოირთო, თუმცა 1734 მაგნიტი ოთახის ტემპერატურამდე მხოლოდ შაბათის დილას გათბება. მათი სამუშაო ტემპერატურა სულ 1,9 К (−271 °C) შეადგენს.

 უახლოესი ორი წლისთვის სარემონტო სამუშაოებისა და მოდერნიზაციის მძლავრი პროგრამაა შემუშავებული, რომელიც ამაჩქარებელს პროექტულ სიმძლავრეზე გაიყვანს – 14 ტერაელექტრონვოლტი, აქამდე მიღწეული 8 ტევ-ის ნაცვლად.

 2008 წელს პროექტულ სიმძლავრემდე მისი ამუშავება მეცხრე დღესვე მომხდარი ავარიის გამო ვერ მოხერხდა. ზეგამტარი მაგნიტების დამაკავშირებელი ერთ-ერთი კონტაქტი გადნა, ელექტრულმა რკალმა ჰელიუმით გაცივების (კრიოგენული)სისტემა გაარღვია, რამაც კონსტრუქციის დეფორმაცია, ვაკუუმური მილის შიდა ზედაპირების მეტალის ნაწილაკებით დაბინძურება და 6 ტონა თხევადი ჰელიუმის გვირაბში დაღვრა გამოიწვია. რემონტი 2009 წლის დასაწყისამდე გაგრძელდა.

 მნიშვნელოვანი აღმოჩენების გაკეთება კოლაიდერის არასრული სიმძლავრით მუშაობის დროსაც მოხერხდა. მათ შორის 2012 წელს ჰიგსის ბოზონობის სავარაუდო კანდიდატის აღმოჩენაც. გეგმის მიხედვით ამაჩქარებელი 2014 წლის ნოემბრიდან გაანაახლებს მუშაობას(LHC).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.