1947 წლის 12 თებერვალს სიხოტე-ალინის მთებში, შორეულ აღმოსავლეთში, მაშინ ჯერ კიდევ სსრკ, მეტეორი ჩამოვარდა.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მეტეორიტული წვიმა, რადგან ობიექტი დედამიწის ატმოსფეროში ნაწილებად დაიშალა და „ქვის წვიმის“ სახით 35 კვადრატული კილომეტრის ფართობზე მოვიდა. წვიმის ცალკეული ნაწილები 10 კილომეტრის სიგრძის, დიდი ღერძის მქონე ელიფსის ფორმის ფართობზე გაიფანტნენ.
აღსანიშნავია, რომ მეტეორიტის ყველაზე დიდი ნატეხები პატარა ღრმულებში იქნა ნანახი, ხოლო დიდი კრატერები მხოლოდ პატარა ნატეხებსა და მეტეორიტულ მტვერს შეიცავდნენ. ამჟამად ორმოები და ღრმულები ისევ ისე გამოიყურებიან, რადგან მათზე მცენარეული საფარი არ ამოსულა.
მეტეორიტის ვარდნის სიჩქარე, სპეციალისტთა შეფასებით, 14,5 კმ/წმ-ში შეადგენდა. ატმოსფეროს სქელ ფენებში შემოსვლის მერე მან ნაწილებად დაიწყო დაშლა და ტუნგუსკის მეტეორიტისგან(105 წლის წინ ტუნგუსკის მეტეოროიდი ჩამოვარდა) განსხვავებით მრავალირიცხოვანი კრატერბი წარმოქმნა. სვარაუდოდ სიხოტე-ალინის მეტეორიტის საწყისი მასა 1000 ტონამდე უნდა ყოფილიყო. ეს მასა ვარდნის ფართობზე გადანაწილდა. 23 ტონა მეტეორიტული ნივთიერება მოსკოვში იქნა გადატანილი. ყველაზე უფრო მასიური ფრაგმენტი 1745 კილოგრამს იწონიდა.
ელიფსის თავში, დაახლოებით ნახევარი კვადრატული კილომეტრის ფართობზე, ცნობილი კრატერული ველის სახელით, 120-მდე ღრმული იქნა ნანახი, ერთი მეტრიდან 28 მეტრამდე დიამეტრებით, მათ შორის ყველაზე ღრმა 6 მეტრის სიღრმის იყო. მეტეორიტების შემადგენელის ანალიზმა აჩვენა, რომ მათში 94% რკინაა, 5,5% – ნიკელი, 0,38% – კობალტი, ასევე მცირე რაოდენობებით ნახშირბადი, ქლორი, ფოფსორი და გოგირდი(ხონდრიტები და ახონდრიტები).
პირველად მეტეორიტების კვლები შორეული აღმოსავლეთის გეოლოგიური სამმართველოს მფრინავებმა აღმოაჩინეს. ნამსხვრევები საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიას გადაეცა.
კუნძულ დამანსკისთვის შეიარაღებული კონფლიქტის მერე, სოფელს ჩინური სახელით ბეიცუხე, რომლის მახლობლადაც მეტეორიტები ჩამოცვივდა, 1972 წელს სახელი გადაერქვა და მეტეორტიტული ეწოდა(ბოლიდი; მეტეორიტები).