ის, რომ ამოფრქვევებს კლიმატის ცვლილება შეუძლია, ეჭვი არავის ეპარება. სუპერვულკანებს, რომლებიც ატმოსფეროში ტონობით მტვერს აფრქვევენ, კლიმატზე გლობალური მასშტაბებით ზემოქმედება შეუძლია. თუმცა, აღმოჩნდა, რომ უკუქმედებაც არის შესაძლებელი: გერმანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კლიმატს, ვულკანების აქტიურობის ცვლილება შეუძლია.
ეს რაღაც ახალია!? თუმცა, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ცენტრ GEOMAR-თან ერთად, იციან, რას ამბობენ: ბოლო მილიონი წლის განმავლობაში გაჩენილი ვულკანური ფენების ანალიზები მათ მხარესაა.
თვითონ კვლევა, ათ წელიწადზე მეტია რაც დაიწყო და ცენტრალური ამერიკის ვულკანების შესწავლაზეა კონცენტრირებული. „სხვა მომწმობებთან ერთად, ჩვენ ძველი ვულკანებიდან ამოსული ფერფლის ნიმუშები გვაქვს, რომლებითაც უკანასკნელი 460 ათსი წლის განმავლობაში მომხდარი ამოფრქვევების რეკონსტრუირება შევძელით. მათში შეიძლება გამოიყოს პერიოდები, რომლებშიც ამოფრქვევევბი გაცილებით ხშირად ხდებოდა, ვიდრე სხვებში“, ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე.
ამგვარად, ნიმუშებში შეიძლება თვალი გავადევნოთ, როგორ იცვლებოდა ამ დროის განმავლობაში ვულკანური აქტიურობა. როცა მეცნიერებმა ამ ცვლილებების სვლა კლიმატური ისტორიის არსებულ მონაცემებს შეადარეს, დაუჯერებელი დამთხვევევბი აღმოაჩინეს. პერიოდები მაღალი ვულკანური აქტიურობით, ტემპერატურის მატებასა და მყინვარების დნობას მოსდევდა – უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მილანკოვიჩის ციკლებს, რომლებიც დედამიწის ზედაპირამდე მოღწეული მზის სიანთლის რაოდენობის ცვლილებებს გვიჩვენებენ, რაც დედამიწის თავისსავე ორბიტაზე მოძრაობის თავისებურებებთანაა დაკავშირებული.
დამატებითი კვლევები მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერიდან ამოტანილ ნიმუშებზე ჩაატარეს. ისინი მილიონი წლის წინანდელ ისტორიაში „ჩახედვის“ საშუალებას იძლევიან და იგივენაირი სურათი დაინახეს. რითი შეიძლება ეს ყველაფერი აიხსნას?
ავტორთა აზრით, ამის მიზეზი ტემპერატურის გლობალური ზრდაა, რაც მყინვარების სწრაფ დნობას და მსოფლიო ოკეანის დონის ზრდას იწვევს. ამის გამო კონტინენტების მასა მცირდება, ხოლო წყლის მასა, რომელიც ოკენის ფსკერის ბაქნებს აწვება, პირიქით, იზრდება. დედამიწის ქერქი დეფორმაციებს განიცდის, ამომავალი მაგმის ნაკადების წნევა კი „სუსტ ადგილებს“ არღვევეს და ზედაპირზე ამოდის.
აღსანიშნავია, რომ გლობალური გამყინვარების პერიოდებში ვულკნური აქტიურობის ზრდა არ დაიმზირება. მეცნიერების ვარაუდით, მიზეზი ამ პროცესის გაცილებით ნელი სვლაა, რომლის დროსაც ძლიერი დეფორმაციები არ ვლინდება (სხვა ვულკანები).