პლანეტარული ნისლეული Fleming 1-ის საიდუმლო

  ძალიან დიდი ტელესკოპის(VLT) დახმარებით, მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, თუ რა ხდება პლანეტარულ ნისლეულ Fleming 1-ში(ანიმაცია).

  ცენტავრის თანავარსკვლავედში მდებარე Fleming 1 მომაკვდავი ვარსკვლავის გარშემო წარმოქმნილი ნისლეულია. ამ ობიექტზე კიდევ უფრო კარგად დაკვირვების მერე, ასტრონომებმა მის ცენტრში ორი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი შეამჩნიეს. იდენტური გაზური ჯეტების გამოფრქვევა სწორედ მათი ბრუნვითაა გამოწვეული. ლაპარაკია მზისმაგვარ(1) ვარსკვლავებზე, რომლებიც თავიანთი ევოლუციის დამამთავრებელ სტადიაზე იმყოფებიან.

 გაზურ მოსასხამში ჩაფლული თეთრი ჯუჯები გარემო სივრცეში უცნაურად ელვარე სიმეტრიულ ჯეტებს(ჭავლებს) უშვებენ. ჯეტები კარგა ხანია რაც აღმოაჩინეს, თუმცა ვერავინ ხსნიდა მათი გაჩენის მიზეზს და ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ ნისლეულში ორი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავია.

 მხოლოდ VLT(ჩილე)-ს საშუალებით მოხერხდა ამ გამოცანის ამოხსნა. ნისლეულში აღმოჩენილი ჯუჯები ორბიტზე ერთმანეთს 1,2 დღის განმავლობაში შემოუვლიან. ამ იშვიათი ტიპის ბინარული სისტემის კვლევა მომავალშიც გაგრძელდება(თეთრი ჯუჯები).

httpv://www.youtube.com/watch?v=HGivkI9dPhM

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.