ჩვენი მეზობელი, ანდროემდას გალაქტიკა, უზარმაზარი შავი ხვრელის თავშესაფარია. მკვლევართა მტკიცებით, ამ ზემასიური შავი ხვრელის მასა 140 მილიონი მზის მასის ტოლია.
ანდრომედა ერთადერთი მეზობელი დიდი გალაქტიკაა, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი.
”ჰაბლმა”, ანდრომედას ზემასიური ხვრელის ახლო სივრცე ხილულ დიაპაზონში გადაიღო. აქ, ცისფერი ვარსკვლავების გროვა მდებარეობს, ისინი გამოსახულების ცენტრალურ ნაწილში ჩანს. ეს ვრსკვლავები დისკოს ქმნიან და ხვრელის გარშემო ისე მოძრაობენ, როგორც პლანეტები ვარსკვლავების გარშემო. ასტრონომები ძალიან გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ასეთი დისკო მასიურ და საშიშ ობიექტთან ახლოს ჩამოყალიბდა.
”ჰაბლმა”, ანდრომედას(М 31) ცენტრიდან მომავალი ცისფერი სინათლე 1995 წელს დააფიქსირა. სამი წლის მერე ეს სინათლე იდენტიფიცირებული იქნა, როგორც ცისფერი ვარსკვლავების გროვა. მხოლოდ 2005 წელს, ტელესკოპზე დაყენებული სპექტროგრაფის გამოყენებით, ასტრონომებმაა დაადგინეს, რომ გროვა 400-მდე 200 მილიონი წლის წინათ ფორმირებული ვარსკვლავებისგან შედგება. ისინი 1 სინათლის წლის ზომის დისკოშია თავმოყრილი. დისკოს ცენტრში უფრო ხნიერი და წითელი მნათობები ”ბუდობენ”. დისკოს ვარსკვლავების რადიალური სიჩქარე რეკორდულად დიდი აღმოჩნდა – 1000 კმ/წმ(3,6 მილიონი კილომეტრი საათში). ასეთი სიჩქარით 40 წამში დედამიწის შემოვლა ან მთვარემდე 1 წუთში მიფრენაა შესაძლებელი.