ამ ინვერტირებულ ფერებიან გამოსახულებაზე ჩანს მზიური ძაფი, რომელიც მთლიანად, იონიზირებული წყალბადისგან შედგება, ის მზის ჩახვეულმა მაგნიტურმა ველებმა წარმოქმნეს(1). ამ ნისლისმაგვარი წარმონაქმნისაგან განსხვავებით, დედამიწაზე ღრუბლების გაჩენა მის ქვემოთ მდებარე ზედაპირის ოდნავ გაცივებას იწვევს. ღრუბელი მსუბუქი წყლის წვეთბისგან შედგება, რომელთაც მაღლა ჰაერის აღმავალი ნაკადები მიაქანებენ. ზემოთ ხსენებული ძაფი მზეზე დახლოებით ორი კვირის წინათ გამოჩნდა, აქტიური ზონა AR 1535-ის(ლაქები) მახლობლად, რომელიც მარჯვნივ, მუქი ხალებივით მოჩანს. ძაფები, როგორც წესი, რამდენიმე დღე ან კვირა არსებობენ, თუმცა ასეთი გრძელი ძაფი თვეც შეიძლება შენარჩუნდეს. ზოგიერთი ასეთი წარმონაქმნი, სწრაფად დაშლის შემთხვევაში, მძლავრი ანთების მიზეზი ხდება ხოლმე.
ფილამენტი მზეზე
Posted by