საერთაშორისო ატომური დრო უკიდურესად ზუსტია და სტაბილური დროითი სკალა გააჩნია. საერთაშორისო ატომური დროის ათვლის დროს ერთმანეთს 200 ატომური საათის ჩვენებას ადარებენ, რომლებიც მსოფლიოს 50 სხვა და სხვა ლაბორატორიებშია განაწილებული. წამის მეათედიანი სიზუსტე ატომებისა და მოლეკულების საკუთარი რხევების გაზომვით მიიღება. მაქსიმალურად ზუსტი დრო სინქრონული სამუშაობის ჩასატარებლადაა საჭირო, თვითმფრინავის კოორდინატების განსასაზღვრავად, თანამგზავრებისა და პოზიციონირების აპარატებისთვის, მიწის ზედა და ორბიტალური ტელეკომუნიკაციისთვის.
ვარსკვლავებზე გულდასმით დაკვირვების შემდეგ ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ დედამიწა არათანაბრად ბრუნავს, რაც პლანეტის გამდნარ ბირთვს, მოქცევებს, პოლარული ყინულების დნობას, მზისა და მთვარის ზემოქმედებას უკავშირდება.
დღეისათვის ატომური საათების ცთომილება 1 წამია 200 მილიონ წელიწადში. საშუალოდ ჩვენი პლანეტის ბრუნვის სიჩქარე ატომურ დროს ჩამორჩება, რაც 2 მილიწამს შეადგენს დღეში. ”ოფიციალური” საათებისგან ჩამორჩენა კი საბოლოოდ წამის 6/10-ს შეადგენს.
ვინაიდან ატომური და ორბიტალური დროები განსხვავებას იძლევა, ხდება მათი კორექტირება. ამისათვის დრო და დრო განსხვავების შესამცირებლად, საათების დროთა კორექტირებაა საჭირო, საკოორდინაციო წამის მომატებით ან გამოკლებით.
ამგვარად, ზემოთ ხსნებულ დროს ეტალონური საერთშორისო ატომური საათების სვლა 1 წამით შეჩერდება. ასეთნაირად მოხდება ატომური და ასტრონომული დროის გასწორება.