ასტრონომებმა, რომლებიც კოსმოსს ტელესკოპ „ჩანდრას“ საშუალებით იკვლევენ, დაადგინეს, რომ გალაქტიკა CID-42-ის ფორმირების დროს, მისი ბირთვიდან ზემასიური შავი ხვრელი იქნა ამოგდებული (Astrophysical Journal/ScienceNow).
ასტრონომთა დასკვნა, დედამიწიდან 4 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკის CID-42-ის კვლევებს ეფუძნება. ხილულ დიაპაზონში მას სინათლის ორი მძლავრი წყარო აქვს. „ჩანდრათი“ ჩატარებული დაკვირვებებით დადგინდა, რომ მათგან მხოლოდ ერთი ასხივებს რენტგენის დიაპაზონში.
გალაქტიკა CID-42 , ორი გალქტიკის შერწყმით ჩამოყალიბდა. მის ცენტრთან ახლოს მდებარე ორი მძლავრი სინათლის წყარო, ზემასიურ შავ ხვრელებს ჰგავს. შემომფარგლავი მატერიის შთანთქმისას ორივე ხვრელი რენტგენის სხივებს უნდა ასხივებდეს, თუმცა „ჩანდრა“ ამას მარტო ერთ-ერთ მათგანთან ხედავს.
ასტრონომთა აზრით, მოვლენას ორი ახსნა შეიძება ჰქონდეს. მეორე წყაროს ან სქელი ვარსკვლავური მტვერი ფარავს, ან ის შეიძლება სულაც არ შეიცავდეს შავ ხვრელს. ასეთ შემთხვევაში პირველი წყარო არის ერთადერთი ხვრელი, რომელიც ხსენებული გალაქტიკების ცენტრებში არსებული ზემასიური ხვრელების შერწყმით გაჩნდა.
გალაქტიკის ცენტრიდან ამ ხვრელის დაშორებას ასტრონომები ორი გალაქტიკის შერწყმის პროცესში მათი ხვრელების მიერ გრავიტაციული ტალღების არასიმეტრიული გამოსხივებით ხსნიან, რის გამოც ის ცენტრიდან იქნა ამოგდებული. ამგვარად, გალაქტიკაზე დაკვირვებებით ასეთნაირად შერწყმული ზემასიური ხვრელების ნამდვილად არსებობა შეიძლება დამტკიცდეს, რასაც ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინი წინასწარმეტყველებდა თავის ფარდობითობის თეორიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ხვრელების ცენტრიდან ამოგდება ძალიან იშვიათი მოვლენა შეიძლება იყოს, თვითონ ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სამყაროში ალბათ ბევრი მოგზაური შავი ხვრელი არსებობს.
რენტგენის დიაპაზონის ობსერვატორია „ჩანდრა“, 1999 წელს გაიყვანეს ორბიტაზე. სწორედ ობსერვატორიის მაღალი გარჩევადობის კამერით მოხერხდა გალაქტიკა CID-42-ში არსებული ობიექტებიდან, ერთ-ერთში რენტგენის გამოსხივების არ არსებობა.