ნამუშევრის ჩარჩოებში გამოყენებულ იქნა ფოტოები, რომლებიც”ვოიაჯერებმა” და ”გალილეიმ” გადაიღეს(იუპიტერის მზვერავები). გარდა ამისა, სამუშაოში სპეციალისტებმა იოს ზედაპირის 2006 წელს მიღებული მოზაიკაც გამოიყენეს. რუკაზე 1 პიქსელი დაახლოებით 1 კილომეტრს შეესაბამება.
მეცნიერთა თქმით, გამოიყენეს რა ახალი რუკა, შეძლეს 425 ცალკეული ვულკანური რეგიონის იდენტიფიცირება. საქმე იმაშია, რომ ვულკანური პროცესებით იო მზის სიტემაში ყველაზე უფრო აქტიური ობიექტია – 25-ჯერ ინტენსიური დედამიწის ვულკანურ აქტივობაზე. ითვლება, რომ ამ აქტიურობის მიზეზი ძლიერი მოქცევებია, რომლებიც იუპიტერის გრავიტაციული ზემოქმედებითაა გამოწვეული.
იო 1610 წელს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა. მისი დიამტერი დაახლოებით 3660 კილომეტრია, ხოლო ფორმა არც თუ ისე სფერული. მასა დედამიწის მასის 0,015 უტოლდება.
ამჟამად გაზური გიგანტისკენ აპარატი ”იუნონა” მიფრინვს. ის 2011 წლის 5 აგვისტოს გაუშვეს. ზონდის მთავარი ამოცანაა – თვითონ გიგანტის, მისი მაგნიტური ველისა და ატმოსფეროს შესწავლა, ასევე მის თანამგზავრებზე დაკვირვება. იუპიტერის ორბიტას ”იუნონა” 2016 წელს მიააღწევს. გეგმის მიხედვით ის იუპიტერს 33-ჯერ შემოუფრენს.