ვარსკვლავების უმრავლესობა ელვარებას ასაკის მატებასთან ერთად უმატებენ. ეს მათ ბირთვთანაა დაკავშირებული, რ ომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო სქელი და გავარვარებული ხდება. მკვლევარები თვლიან, ასეთი სცენარი ჩვენი მზისთვისაცაა დამახსიათბელი, რომელიც, მათი აზრით, ადრე 30%-ით უფრო მკრთალი და ცივი იყო. მეცნიერები მიახლოებით დროსაც კი ასახელებენ. სავარაუდოდ, ეს იყო 4,5 მილიარდი წლის წინათ. თუმცა, მეცნიერები თავიანთ ვერსიებში შეუსაბამობებს თვითონვე პოულობენ.
”იფრო მკრთალი და ცივი ახალგაზრდა მზე პარადოქსი იქნებოდა, რადგან ის ვერ შეძლებდა ისეთი ოპტიმალური ტემპერატურის უზრუნველყოფას, რომელიც დედამიწასა და მარსზე თხევადი წყლის არსებობისთვისაა საჭირო. წყალი უბრლოდ გაიყინებოდა, მზე რომ 30%-ით მკრთლი და ცივი ყოფილიყო, იმაზე, როგორიც ახლაა” – ამბობს შთაინ ზიგურდსონი(Penn State University).
ეს ეწინააღმდეგება საზოგადოდ მიღებულ აზრს იმის შესახებ, რომ 4,4 მილიარდი წლის წინ ჩვენს პლანეტაზე თხევადი წყლის ოკეანეები, ხოლო მარსზე, თხევადი წყალი და თბილი ტენიანი კლიმატი 4 მილიარდი წლის წინ უკვე იყო.
მეცნიერები მზის ევოლუციის სხვა და სხვა სცენარს კომპიუტერული სიმულაციით იკვლევენ, რათა რაც შეიძლება საიმედო ვარიანტი მიიღონ იმისა, თუ როგორი იყო ჩვენი მზე მილიარდობით წლის წინათ(ჰერცშპრუნგ-რასელის ვარსკვლავური დიაგრამა).