ახლო მანძილიდან იუპიტერის კვლევა, რა თქმა უნდა, ავტომატური საპლანეტათშორისო აპარატებით ხდება. ეს კვლევები 1973 წელს ”პიონერ-10”-ის იუპიტერის სისტემაში შესვლით დაიწყო.
ავტომატური სადგურების გაშვება იუპიტერთან მთელ რიგ ტექნიკურ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით კი საწვავის დიდი რაოდენობისა და ამ პლანეტის ძლიერი რადიაციული სარტყლების გამო.
პირველი კოსმოსური აპარატი, რომელიც იუპიტერს იკვლევდა არის ”პიონერ-10”, რამდენიმე თვის მერე მას ”პიონერ-11”-იც მიყვა. ახლო მანძილიდან პლანეტის ფოტოების გადაღების გარდა, მათ იუპიტერის მაგნიტოსფერო და რადიაციული სარტყლები აღმოაჩინეს.
”ვოიაჯერ-1” და ”ვოიაჯერ-2” პლანეტასთნ 1979 წელს მიფრინდა, შეისწავლეს მისი თანამგზავრები და რგოლების სისტემა, აღმოაჩინეს იოს ვულკანური აქტიურობა და გაყინული წყალი ევროპაზე.
”ულისი” – გააგრძელა იუპიტერის მაგნიტოსფეროს კვლევა 1992 წელს, ხოლო შემდეგ განაახლა 2000 წელს, სამუშაო ვადას 17-ჯერ გადააჭარბა, მისია 2008 წლის 1 ივლისს დასრულდა, გამომუშავებული ენერგიის უკმარისობის გამო (ESA/NASA).
”კასინი” (მთავარი სამიზნე პლანეტა სატურნი) – პლანეტას 2000 წელს მიაღწია და მისი ატმოსფეროს დეტალური გამოსახულებები გადმოსცა (NASA). “კასინის” მიერ გაკეთებული სამხრეთ პულუსის დეტალური გამოსახულება.
”ახალი ჰორიზონტები” (მთავარი სამიზნე პლანეტა პლუტონი) – იუპიტერს 2007 წელს ჩაუფრინა, ჩაატარა პლანეტისა და მისი თანამგზავრების პარამეტრთა გაუმჯობესებული გაზომვები (NASA). ვულკანური ამოფრქვევა იოზე , რომელიც ამ აპრატმა გადაიღო.
ანტენა ბოლომდე არ გაიშალა, თუმცა აპარატმა მაინც შეძლო დედამიწაზე უნიკალური მონაცემების გადმოცემა.
”გალილეო” იყო ერთად-ერთი კოსმოსური აპარატი, რომელიც იუპიტერის ორბიტაზე გავიდა, იგი პლანეტას 1995-დან 2003 წლამდე იკვლევდა. ამ პერიოდის განმავლობაში ”გალილეომ” იუპიტერის სისტემაზე მონაცემთა უამრავი რაოდენობა შეაგროვა, ყველა გალილეისეულ თანამგზავრებთან(იო, ევროპა ,კალისტო, განიმედე) ახლოს მისვლის ჩათვლით. აღმოაჩინა მათი თხელი ატმოსფეროები და თხევადი წყალი ზედაპირის ქვეშ. აპარატმა ასევე აღმოაჩინა მაგნიტური ველი განიმედეს გარშემო. მიაღწია რა იუპიტერს, ”გალილეომ” პლანეტასთან კომეტა შუმეიკერ-ლევის ნატეხების შეჯახება გადაიღო. 1995 წლის დეკემბერში აპარტიდან იუპიტერის ატმოსფეროში ჩაშვებულ იქნა ზონდი, რაც ამ გიგანტის ატმოსფეროს ახლოდან შესწავლის ერთად-ერთი მცდელობა იყო.
”ჯუნო” (NASA) – ამ კოსმოსური აპარატის მიზანია იუპიტერის პოლარულ ორბიტაზე გასვლა, პლანეტის მაგნიტური ველის შესასწავლად. ამასთან ერთად, მისიის დროს მოხდება ჰიპოთეზის შემოწმება, რომლის მიხედვითაც იუპიტერს მყარი ბირთვი გააჩნია. ”ჯუნო” შეისწავლის გიგანტის ატმოსფეროსაც, დაადგენს მასში წყლისა და ამიაკის შემცველობას, რითაც უფრო ზუსტად გაირკვევა, ამ პლანეტის ფორმირების რომელი თეორიაა უფრო კორექტული. ”ჯუნო” ასევე, იუპიტერის ქარების რუქასაც შეადგენს. ”ჯუნო” არის პირველი ა.ს.ს. მზის ბატარეებზე, რომელიც მზიდან ასე შორს მყოფი პლანეტის შესასწავლად შიქმნა. პროექტი ”იუნონა” 2005 წლიდან მუშავდება. სადგურის მშენებლობაზე კომპანია Lockheed Martin Space Systems-ი მუშაობდა, NASA-ს რეაქტიული მძრაობის ლაბორატორიის მმართველობის ქვეშ. 2011 წლის მარტში ”ჯუნომ” წარმატებით გაიარა ტემპერატურული ტესტები ვაკუუმიან კამერაში. ”ჯუნოს” გასაშვებად გამოყენებულ იქნა რაკეტამატარებელი ატლას-5. იუპიტერამდე ფრენის დრო 5,2 წელს შეადგენს. ორბიტაზე იგი მხოლოდ 2016 წლის აგვისტოში გავა. იუპიტერის გარშემო წაგრძელებულ ორბიტაზე 11 დღიანი პერიოდით იმოძრავებს, მაქსიმალური მიახლოებით 5000 კილომეტრი. აპარატი იუპიტერის ორბიტაზე 1 წელი დარჩება. ”ჯუნოს” პოექტირება და გაშვება ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს 1 მილიარდზე მეტი დაუჯდა. სტარტი 2011 წლის აგვისტოში განხორციელდა. 12-დან 1 კურსის საკორექციო მანევრი 1 თებერვალს წარმატებით დასრულდა (“ჯუნო“).
2020 წლისთვის, დაგეგმილია აპარატ ”Europa Jupiter System Mission” გაშვება. ეს აპარატი გიგანტის თანამგზავრთა გაფართოებულ კვლევაში მიიღებს მონაწილეობას, კერძოდ, ევროპას და განიმედეს. ამით ის წერტილს დაუსვამს კამათს ევროპის ქვეშ თხევადი ოკეანის არსებობა არ არსებობის შესახებ. ნასას გეგმებში იუპიტერის პილოტირებული მისიით კვლევაცაა გათვალისწინებული, სავარაუდოდ, 2040 წლის მერე.