მეტეორიტის ფრაგმენტი ოქროზე ძვირფასია

 ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ 2011 წელს, მაროკოში ნაპოვნი მეტეორიტის ფრაგმენტებს მარსული წარმოშობა აქვს. დღეისათვის ამ ფრაგმენტების ფასი ოქროზე და პლატინაზე გაცილებით მეტია.

 შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისს, მაროკოს ცაში ცეცხლოვანი ბურთი შემოიჭრა, ხოლო იმავე წლის დეკემბერს, დაცემის ადგილზე, გეოლოგებმა 1 დან 7 კილოგრამამდე წონის ფრაგმენტები იპოვეს.

 მრავალრიცხოვანი კვლევებით, რომლებიც ფრაგმენტებზე ჩატარდა, დადგინდა, რომ მეტროტიტი მართლაც წითელი პლანეტის ნაწილია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს ფრაგმეტები მარსს მილიონობით წლის წინათ გამოეყო (ასტეროიდული ბომბარდირებით) და მზის სისტემაში მოგზაურობის მერე დედამიწაზე ჩამოცვივდა.

 1962 წლის მერე მეცნიერებს ასეთი ძვირფასი ციური საჩუქარი აღარ მიუღიათ. ჯერ კიდევ კვლევის ჩატარებამდე, სხვადასხვა უნივერსიტეტები და მუზეუმები ფრაგმენტების სანაცვლოდ ათსობით დოლარს სთავაზობდნენ მპოვნელებს. დღეისათვის ამ ნიმუშის 30 გრამის ფასი 11 000 დან 22 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს.