ამ ღრმა ფოტოზე, რომელიც ცის ნახევარ გრადუსიან არეს, მერწყულის თანავერსკვლავედში, მოიცავს, შესაძლებელია მშვენიერი ჰალოს(ვარსკვლავური და გაზურ-მტვროვანი ამოზნექილობა გალაქტიკების ცენტრებთან) და ერთმანეთში ჩაწყობილი გარსების დანახვა, რომლებიც გარსაკრავენ გალაქტიკა NGC 7600-ს. სტრუქტურის ასეთი საინტერესო თავისებურებები კოსმოლუგიური დროის განმავლობაში ბნელი მატერიისა და ვარსკვლავების აკრეციით თუ აიხსნება. გალაქტიკების ფორმირების კომპიუტერული მოდელირება, კოსმოლუგიური მოდელის ჩარჩოებში, ცივი ბნელი მატერიით, რომელიც გალაქტიკური ჰალოს წარმოქმნაში იღებს მონაწილეობას, ძალიან დიდი სიზუსტით ემთხვევა გალაქტიკა NGC 7600-ის აღნაგობას. ეს აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ზოგიერთი გრავიტაციულად ურთიერთქმედი გალაქტიკების სტრუქტურა, რომლების დანახვაც დაბალი სიმძლავრის ფართოკუთხიანი ტელესკოპებით შეიძლება, არის გალაქტიკების ფორმირების პროცესების და ბნელი მატერიის ფუნდამენტური თვისებების პირდაპირი შედეგი.
NGC 7600: გალაქტიკა გარსით
Posted by