ასტრონომებმა ყველაზე მკვრივი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს. ობიექტი, იუპიტერის მასით, მხოლოდ 55 ათასი კილომეტრის ზომისაა. ანუ მისი სიმკვრივე 23 გრამია კუბურ სანტიმეტრზე, ორჯერ მეტი ტყვიის სიმკვრივეზე. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ პლანეტა შესაძლებელია ერთი დიდი ალმასის კრისტალი იყოს.
ახალი ობიექტი ჟანგბადითა და ნახშირბადით მდიდარი ვარსკვლავის ნარჩენია. მისი კომპანიონია პულსარი PSR J1719-1438, სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი (175 ბრუნით წამში).
ამ ორ ობიექტს შორის მანძილი 600 ათასი კილომეტრია, ორჯერ მეტი მანძილზე დედამიწასა და მთვარეს შორის (პულსარის გარშემო შემოვლას ეგზოპლანეტა სულ რაღაც 2 საათსა 10 წუთს ანდომებს). ცოტა დიდი რომ ყოფილიყო, კომოპანიონის გრავიტაცია შუაზე გახლეჩდა მას.
პულსარი და პლანეტა-ალმასი გველის თანავარსკვლავედში მდებარეობს, 4000 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. მისი ჩამოყალიბების მექანიზმი უცნობია, თუმცა, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ გიგანტური კოსმოსური კრისტალი მინიატურული თეთრი ჯუჯასგან ჩამოყალიბდა, რომლის ატმოსფერო თავისკენ მეზობელმა პულსარმა გადაქაჩა.