ამ მულტისამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვისებაა მასში ასეთი მეზობელი ბუშტების, ანუ სხვა სამყაროების, უსასრულო რაოდენობით(ან ძალიან ბევრი) არსებობა. აქამდე ამ თეორიის გადასამოწმებელი არანაირი მეთოდი არ არსებობდა – ფარდობითობის თეორიის თანახმად, მეზობელი სამყაროებიდან სიგნალის დაფიქსირება შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში ის სინათლის სხივზე მეტი სიჩქარით უნდა მოძრაობდეს. წინა საუკუნის 80-ანი წლებიდან დაწყებული ჩნდებოდა თეორიები, რომლებშიც ხსენებული სამყაროს ზომების ბუშტულების შეჯახებები არის განხილული. როგორც აღმოჩნდა, ასეთმა შეჯახებებმა რელიქტურ ფონში განსაკუთრებული, დისკოს ფორმის კვლები უნა დატოვონ.
საბოლოოდ უსასრულო ინფლაციური მულტისამყაროს არსებობის დამტკიცება ან უარყოფა ფიზიკოსებმა ვერ შეძლეს. მათი თქმით, აპარატ WMAP-ით 7 წლის განმავლობაში შეგროვილი მონაცემები არ აღმოჩნდა საკმარისი აპარატის ინსტრუმენტების დაბალი გარჩევადობის გამო. მაგალითად, ერთ შემთხვევაში ფიზიკოსებმა მიიღეს, რომ შეჯახებათა რაოდენობა 1,6-ზე ნაკლებია, 68%-ანი ალბათობით, მეორე შემთხვევაში კი ასეთი შეჯახებების რაოდენობა ნამდვილად ნულზე მეტი იყო.
http://www.youtube.com/watch?v=Ijl_N-Vz5Vg&feature=related
”პლანკი”(ESA).
თვითონ მცნიერები იმედს ამყარებენ მონაცემებზე, რომლებსაც მომავალში კოსმოსური ტელესკოპი ”პლანკი” შეაგროვებს – მიღებული რელიქტური რუქის სიზუსტე რამდენადმე მეტი უნდა იყოს WMAP-ით მიღებულ რუქაზე. ”პლანკი” არსებულთა შორის ყველაზე დიდ კოსმოსურ ინფრაწითელ ტელესკოპ ”ჰერშელთან” ერთად გაუშვეს საფრანგეთის გვიანას კოსმოსდრომიდან.
”ჰერშელი”(ESA).