აღმოაჩინეს რა უცნაური „ნიარევი“ მთვარის ზედაპირზე, ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ ეს შეიძლება იყოს კვალი, დატოვებული NASA-ს კოსმოსური აპარატის მიერ. სწორედ ხომალდის ნამსხვრევების დაცემას შეიძლებოდა დაეტოვებინა ასეთი კვალი მთვარის ზედაპირზე.
ეს პეპელას მაგვარი კრატერი უპილოტო ხომალდის „ორბიტერ-2“-ის დაცემით გაჩნდა. „ორბიტერ-2“ ერთ-ერთია იმ ხუთიდან, რომლებიც 1966-67 წლებში მთვარის კვლევითა და კარტოგრაფიით იყვნენ დაკავებულნი. ამას გარდა, ეს უპილოტო აპარატები ატარებდნენ სადაზვერვო სამუშაოებსაც პილოტირებული, სამ ადგილიანი „აპოლონის“ მისიის ხომალდების დასაჯდომი ადგილების მოსაძებნად.
Lunar Oebiter.
ჯეიმს ეშლი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ კრატერის კოორდინატები ემთხვევა კოორდინატებს, სადაც 1967 წლის 11 ოქტომბერს „ორბიტერ-2“ დაიმსხვრა.
მეორეს მხრივ, მკვლევარებს 100%-ით არ შეუძლიათ თქვან, რომ აღმოჩენილი კრატერი ხომალდის კატასტროფის შედეგად გაჩნდა, რადგან მისი დიამეტრი 85 მეტრია, მაშინ, როცა NASA-ს ზონდების სიგრძე მხოლოდ რამდენიმე მეტრს შეადგენდა.