მათემატიკოსებმა სამყაროში სიცოცხლის არსებობის ალბათობის მაჩვენებელი შეამცირეს

 მეცნიერებმა ხელახლა შეაფასეს დრეიკის განტოლების ერთ-ერთი პარამეტრი – ცნობილი განტოლებისა, რომელითაც ითვლიან თუ რამდენად მაღლია დედამიწის ფარგლებს გარეთ სიცოცხლის გაჩენის შანსი, ”შემადგენელი” პარამეტრების ალბათობის განსაზღვრით – როგორიცაა ვარსკვლავთა წილი, რომელთა გარშემო მოძრაობენ პლანეტები, პლანეტათა წილი, რომლებიც სიცოცხლისათვის შესაფერისი ზონის მიღმა იმყოფებიან, პლანეტათა რიცხვი სასიცოცხლო ზონაში და ა.შ(მანძილი ვარსკვლავიდან, რომელიც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობის საშუალებას იძლევა).

n=R Fp Ne Fl Fi Fc L

  • n— კონტაქტის მსურველი ცივილიზაციების რაოდენობა;
  • R— ვარსკვლავთა რაოდენობა, რომლებიც 1 წლის განმავლობაში ყალიბდებიან ჩვენს გალაქტიკაში;
  • Fp—  პლანეტებიან ვარსკვლავთა წილი;
  • Ne —  პლანეტების საშუალო რაოდენობა(და თანამგზავრების), რომლებზეც სიცოცხლის ჩასახვისათვის შესაბამისი პირობებია;
  • Fl— შესაფერისი პირობების მქონე პლანეტებზე სიცოცხლის ჩასახვის ალბათობა;
  • Fi —  მოაზროვნე არსებების ჩამოყალიბება პლანეტებზე, რომლებზეც არის სიცოცხლე;
  • Fc — პლანეტათა თანაფარდობა, რომელთა მოაზროვნე მაცხოვრებელებს აქვთ კონტაქტის დასამყარებელი საშუალებები და უნდათ კონტაქტზე გამოსვლა;
  • L—  ასეთი ცივილიზაციის არსებობის დრო.

ალტერნატიული ფორმულა ასე გამოიყურება:

n=R Fp Ne Fl Fi Fc L / Tg

სადაც:

  • —n  ვარსკვლავების რაოდენობაა ჩვენს გალაქტიკაში;
  • —Tg  ჩვენი გალაქტიკის არსებობის დრო.

L / Tg განაყოფი გვიჩვენებს, რომ ცივილიზაცია-კონტაქტორი არსებობს ჩვენი ცივილიზაციის პარალელურად.

 დრეიკის განტოლების პარამეტრების ერთმნიშვნელოვანი შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუნდაც ვიწრო ზღვრებში. დღევანდელ დღემდე გამონაკლისად ითვლებოდა პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის პარამეტრი, პლანეტაზე, რომელიც სასიცოცხლო ზონაში იმყოფება. სპეციალისტთა თავდაჯერებულობა ეყრდნობოდა ამ პარამეტრში იმ ფაქტს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე მისი გაცივებიდან(ჩამოყალიბების მერე) ასეულობით მილიონი წლის შემდეგ გაჩნდა(ეს რიცხვი ასტრონომული მასშტაბებით დროის ძალიან მცირე მონაკვეთია).

 ახალი ნამუშევრის ავტორებმა ეს პარამეტრი ბეისის თეორემის გამოყენებით შეაფასეს. ამ თეორემით საზღვრავენ ალბათობას მოვლენის დადგომისა სიტუაციაში, როცა არსებობს ამ ფაქტის მხოლოდ ირიბი მტკიცებოლებები. მეცნიერებმა აჩვენეს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის ფაქტი არ ზრდის ალბათობას მისი გაჩენისა სხვა პლანეტებზეც. უფრო მეტიც, რადგან მოაზროვნე სიცოცხლის ფორმების ჩამოსაყალიბებლად 3,5 მილიარდი წელია საჭირო(დედამიწის შემთხვევაში, სხვა არც არის ცნობილი…), ასეთივე არსებების ჩამოყალიბება სხვა პლანეტებზე, მარტივი ფორმების ადრეულ ეტაპებზევე გაჩენის აუცილებელობას მოითხოვს. ეს კი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

 იდეის მომხრეები, რომლებიც თვლიდნენ, რომ  მოაზროვნე არსებები შეიძლება რადიო სიგნალებს აგზავნიდნენ, ამ სიგნალებს ალენის (SETI)ანტენათა მასივით ეძებდნენ. თუმცა 2011 წლის აპრილში ეს პროექტი თანხების არ ქონის გამო დაიხურა.

ვაი ვაი ვაი ვაი ვაიი

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.