როგორ გაჩნდნენ ზემასიური შავი ხვრელები?

 

აქამდე ასტრონომები ვარაუდობდნენ, რომ გალაქტიკების ცენტრალური შავი ხვრელები აქტიურდებიან ორი გალაქტიკის შეჯახებისა და გაერთიანების დროს. ერთ-ერთი გალაქტიკის შემადგენელი მატერია მეორეს ცენტრალური შავი ხვრელის ”საწვავად” იქცევა, კვებავს მას და კიდევ უფრო მასიურს ხდის. თუმცა, ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ შავი ხვრელების გაჩენის და ზრდის მექანიზმი ყოველთვის ასეთი არაა.

მეცნიერული ნაშრომი, რომელიც ექვსასამდე გალაქტიკის შესწავლის მერე შეიქმნა, გამოაქვეყნეს The Astrophysical Journal-ში. აღმოჩნდა, რომ გალაქტიკის ცენტრებში მდებარე შავი ხვრელების უმრავლესობა, რომლებიც ბოლო 11 მილიარდი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდნენ, მაშინ გალაქტიკები უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, არ არიან წარმოქმნილნი გალაქტიკების შერწყმებით.

”კვლევის პროცესში, ჩვენ მივხვდით, რომ გალაქტიკების შეჯახებები მასიური ხვრელების მცირე რაოდენობის შექმნაზეა პასუხისმგებელი. დანარჩენები თვითონ წარმოიქმნენ, შიდაგალაქტიკური პროცესების შედეგად”(უცნაური სინგულარობა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.